[:ka]

ჩინეთი მდიდარია ტურისტული სანახაობებით. კარგი მოგზაურობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გემრიელი სადილია. ჩინური სამზარეულო, თავისი ხანგრძლივი ისტორიით, დახვეწილობითა და მრავალფეროვნებით ჩინური კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
აქაური  კერძები განთქმულია ფერით, არომატით, გემოვნებით, გარეგნობით და მნიშვნელობითაც. სტატიაში შემოგთავაზებთ 8 კერძს, რომელიც პოპულარული და საყვარელია არა მხოლოდ იქ მცხოვრებთათვის, არამედ უცხოელი ტურისტებისთვისაც.

Related image

ჩვენი მენიუს პირველი კერძია ღორის ხორცი მოტკბო-მომჟავო სოუსში 糖醋里脊

Image result for 糖醋里脊

ერთდროულად ტკბილი და მჟავე ღორის ხორცი შეფერილობით ნარინჯისფერია და აქვს ძალიან გემრიელი მჟავე და ტკბილი გემო. თავდაპირველად კერძს მხოლოდ ტკბილი და მჟავე გემო ჰქონდა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად შეიცვალა მოთხოვნებიც და კერძმა განვითარების ეტაპი გაიარა. დღეს, ღორის ხორცი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ისეთი ინგრედიენტებით, როგორიცაა ქათმის ხორცი და ძროხის ან ღორის ნეკნები.

კუმპაოს ქათამი მოტკბო-მომჟავო სოუსში   

Related image

ეს კერძი ცნობილია ს’ჩუანისთვის დამახასიათებელი სტილით და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებში, ასევე უცხოელებს შორის. კერძის ძირითადი ინგრედიენტებია ქათამი, ხმელი ცხარე წიწაკა და მოხალული არაქისი. ამ კერძს მიირთმევენ ჩინეთის დასავლეთითაც, თუმცა აქ ინგრედიენტების შემადგენლობა ოდნავ განსხვავდება ტრადიციული კუმპაოს ქათმისგან. დასავლური სტილის კუმპაოს ქათმის მომზადებისას, ქათმის ხორცს ფარავენ სიმინდის ფქვილით, უმატებენ ბოსტნეულს, ტკბილ და მჟავე სოუსს და ცოტაოდენ ნიორს.

მაფო ტოუფუ 麻婆豆腐

Image result for 麻婆豆腐

მაფო ტოუფუ არის ს’ჩუანის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი, რომელიც არსებობის 100-ზე მეტ წელს ითვლის. მა ()- გამოხატავს ცხარე და ცხელ გემოს, რომელიც მიიღება წიწაკის ფხვნილისაგან, რომელიც როგორც წესი ს’ჩუანის სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი. რძიანი ტოუფუ გამდიდრებულია მოყავისფრო წითელი  საქონლის ხორცითა და დაჭრილი მწვანე ხახვით. ეს მართლაც, რომ  გემრიელი დელიკატესია.

“ხუნტუნი” 馄饨Image result for wontons spicy

თანგის დინასტიიდან (618–907)  მოყოლებული, ზამთრის პერიოდში “ხუნტუნიის” ჭამა  ხალხის ჩვეულებას წარმოადგენდა. ყველაზე გავრცელებული ფორმა ხუნტუნის სამკუთხედია, რომელიც ფორმით იტალიურ ტორტელინს წააგავს. ძირითადად ისინი მოხარშულია სოუსთან ერთად ან ზოგიერთ შემთხვევაში კარგად შემწვარი.Image result for 馄饨 მისი შიგთავსი კი განსხვავებულია, ზოგჯერ მასში ღორის ხორცს ათავსებენ, ზოგჯერ კი კრევეტებს.

“ძიაო’წ” ჩინური პილმენი Related image

არსებობის ხანგრძლივი ისტორიით პილმენი არის ჩრდილოეთ ჩინეთში ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტრადიციული საკვები. ძიაო’წები თხელ ცომში მოთავსებული ხორცია წვრილად დაჭრილ ბოსტნეულთან ერთად. კერძის ტრადიციული შიგთავსია ღორის ფარში, კრევეტები, ადგილობრივი ქათამი, საქონლის ხორცი და ბოსტნეული. Image result for fried jiaoziმოზადების წესი კი სხვადასხვაგვარია. ისინი შეიძლება მოვხარშოთ, შევწვათ ან ორთქლზე მოვამზადოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ პილმენი არის ჩინური ახალი წლის ერთ-ერთი მთავარი კერძი.

ატრია იგივე “ჩაო მიენი” 炒面

“ჩაო მიენი” არის შემწვარი ატრია. კერძი მზადდება ატრიის, ქათმის, ღოორის ან ძროხის ხორცისაგან, რომელსაც ბოლოს უმატებენ ხახვს და ნიახურს. Image result for chinese chow meinრომ მოვამზადოთ გემრიელი  ატრია, ამისათვის ატრია უნდა მოვხარშოთ წყალში და მხოლოდ გაცივების შემდეგ შევწვათ.

პეკინური იხვი 北京烤The Nyummy Duckling by carlos170691

პეკინური იხვი, არის ცნობილი კერძი პეკინში და აღიარებულია მსოფლიოში.  პეკინური იხვი ჩინეთის ეროვნულ კერძად არის მიჩნეული. გამოირჩევა საკმაოდ თხელი და რბილი კანით. მას ხშირად მიირთმევენ ბლინებთან, ტკბილ ლობიოს სოუსთან ან სოიოსთან ერთად.  წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ კერძს პეკინში.

Spring Rolls 春卷Image result for chinese spring rolls

გაზაფხულის ხვეულა არის კანტონური დიმ სამი ცილინდრული ფორმის. მისის შიგთავსი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახეობის ხორცი ან ბოსტნეული, გემო კი ტკბილი აქვს. შიგთავსი გადახვეულია თხელ ცომში, რის შემდეგაც მას ათავსებენ ღუმელში და წვავენ. სწორედ ამის შემდეგ იღებს გაზაფხულის ხვეულა ყვითელ შეფფერილობას. ეს კერძი საკმაოდ პოპულარულია ძიანგსში, ძიანგსუში, შანგხაიში, ფუძიენში, გუანჭოუში, შენჭენსა და ჰონგ კონგში.

Related image

[:]