იანვარი20 , 2026
Travelპეკინში სასახლის მუზეუმის ფილიალის მშენებლობა დაიწყო

[:ka]პეკინში სასახლის მუზეუმის ფილიალის მშენებლობა დაიწყო[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სასახლის მუზეუმის ფილიალის მშენებლობა პეკინის ჩრდილო-დასავლეთით ოფიციალურად დაიწყო.

სასახლის მუზეუმის დირექტორის შან ძისიანგის განცხადებით სასახლის მუზეუმის პეკინის ფილიალი 62 ჰექტარზე განთავსდება, სადაც 35 000 კვადრატულ მეტრი დაეთმობა საგამოფენო სივრცეს, ხოლო 20 000 კვ.მ. კულტურულ სიწმინდეთა საცავს. მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

[ფოტო/CHINA DAILY]

ახალი ფილიალის შექმნა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სასახლის მუზეუმის ძველი შენობები აღარ არის ხელსაყრელი ფართომასშტაბიანი გამოფენებისთვის. “ახალი, თანამედროვე და უსაფრთხო საგამოფენო სივრცის გარდა აქ იქნება სასახლის მუზეუმის საიმპერატორო მცენარეების შემსწავლელი ცენტრი”- განაცხადა შანმა. ასევე ეს იქნება ადგილი, რომელიც შეინახავს და მომავალ თაობებს გადასცემს უძველეს არქიტექტურულ სტილსა და ხელოვნებას.

კომპლექსის არქიტექტურული დიზაინი ეკუთვნის არქიტექტორ ჭანგ იუს პეკინის არქიტექტურული დიზაინის ინსტიტუტიდან. წითელი და ყვითელი ფერი ის ძირითადი ტონალობებია, რომელსაც გამოიყენებენ ნაგებობათა მშენებლობისას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “აკრზალული ქალაქის” არქიტექტურაშიც სწორედ ეს ორი ფერი დომინირებს.

კომპლექსის მშენებლობის პროცესში დაგეგმილია მეტროს მშენებლობაც, რომელიც წლიურად სავარაუდოდ 3 მილიონ მნახველს მოემსახურება.

 

 [:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები