ივნისი5 , 2023
ბიზნესიAirbnb - ს განვითარება ჩინეთში

[:ka]Airbnb – ს განვითარება ჩინეთში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

Airbnb Inc – ამერიკაში დაარსებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლისთვის ინტერნეტის მეშვეობით ბინის დაჯავშნის ან პირიქით, გაქირავების სერვისს უზრუნველყოფს. აღნიშნული კომპანია ჩინეთში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და მთავრობასთან  მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს, რათა ქვეყნის სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი უფრო მეტად განავითაროს.

კრის ლეჰანიმ, Airbnb – ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა განაცხადა, რომ ჩინეთი Airbnb – ისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია და კომპანია განაგრძობს ქვეყნის ბაზრის განვითარებას, ასევე სერვისებისა და პროდუქტის გაუმჯობესებას, ჩინელი მომხმარებლებისთვის.

“ამჟამად Airbnb ჩინელ მომხმარებელს 120 000 – მდე აქტიურ განცხადებას სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ 2.5 მილიონი ტურისტი მოგზაურობს ჩინეთში, რაც წლიურად 287% – იანი ზრდაა.”

მომავალ წელს, Airbnb ჩინეთში ინვესტიციების გაორმაგებას გეგმავს, რაც ადგილობრივ მუშახელზე მოთხოვნას სამჯერ გაზრდის, გაგრძელდება ადგილობრივი ინჟინრების დაქირავება და ჩინეთის მთავრობასთან თანამშრომლობის განმტკიცება.

ლეჰანის განცხადებით, Airbnb ჩინეთის მთავრობის საზიარო ეკონომიკის მიმართ  პოზიტიურ დამოკიდებულებას მხარს  უჭერს და ანალოგიურად პასუხობს.

ამჟამად Airbnb – ს კომპანია თანამშრომლობს: შანხაიში – ფუთუნგის რაიონში, შენჭენში, ჩუნგცინგში, კუანჭოუსა და ჩენგტუში. სასწავლო პროგრამების, ინოვაციებისა და მეწარმეობის წახალისების გზით, Airbnb ჩამოთვლილ რეგიონებს სარგებლის მიღებაში, საზიარო ეკონომიკის ადგილობრივი ტურიზმის განვითარებითა და კულტურული კომუნკაციის საშუალებით ეხმარება.

მარტში კომპანიამ დაანონსა, რომ ახალ ჩინურ სახელს მიიღებს “Aibiying”, რაც “მივესალმოთ ერთმანეთს სიყვარულით”  ნიშნავს. იგი აერთიანებს ჩინეთის გადახდის მეთოდებს, მათ შორის Alipay – ისა და თავის მომხმარებელს WeChat – ის საშუალებით პლატფორმაზე წვდომას სთავაზობს.

2008 წლის შემდეგ,  Airbnb – ზე 5.3 მილიონი ჩინელი ტურისტი ფიქსირდება, რომელთაც იმოგზაურეს მსოფლიოს ირგვლივ, ვებ-გვერდის დახმარებით. გასულ წელს მომხმარებელთა 142% – იანი ზრდა დაფიქსირდა, მაშინ, როდესაც კომპანიამ 2.1 მილიარდი იუენი გამოყო  ეკონომიკური აქტივობებისთვის.

Airbnb 2008 წლის აგვისტოში დაარსდა, სან ფრანცისკოში. ის საერთაშორისო საზიარო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რომელსაც ამჟამად 4 მილიონიანი კატალოგი აქვს, 191 ქვეყანაში. 2008 წლის შემდეგ კი, საერთო ჯამში, 200 მილიონი სტუმარი დაფიქრიდა Airbnb- ს სიაში.

მა თიანძიაომ, პეკინში დაარსებული კომპანიის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ მოგზაურობის დროს ჩინელ ტურისტებს ახალი შეგრძნებების გაჩენის სურვილი აქვთ. “ისინი აღარ არიან აღფრთოვანებულნი სხვადასხვა სასტუმროთი. მათთვის საცხოვრებელი ფართების გაქირავების სერვისით სარგებლობა მრავალფეროვნებასთან არის დაკავშირებული, ” – განაცხადა მამ.

[:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები