მარტი21 , 2024
ბიზნესიAlibaba - ს $1 მილიარდიანი ინვესტიცია, ინდონეზიის ონლაინ ვაჭრობის...

[:ka]Alibaba – ს $1 მილიარდიანი ინვესტიცია, ინდონეზიის ონლაინ ვაჭრობის ბაზარს – Tokopedia – ს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის უდიდესი ელექტრონული კომერცია, Alibaba – $1.1 მილიარდს, ინდონეზიის უდიდეს ონლაინ სავაჭრო ბაზარში, Tokopedia – ში ჩადებს.

ჯაკარტაში დაარსებულმა ელექტრონულმა კომერციამ, ცოტა ხნის წინ თანხის შეგროვების, 7 ტური დაასრულა და საერთო ჯამში $247.7 მილიონი მოიპოვა, მათ შორის Softbank – ისა და Sequoia Capital – ის  ინვესტიციების მეშვეობით.

მაისში, Alibaba – ს მთავარმა მეტოქემ JD.com – მა ხმები გაავრცელა სამომავლო გეგმების შესახებ, რომელიც ინდონეზიურ კომპანიაში მილიონობით დოლარის ინვესტიციას ეხებოდა.

Alibaba – ს გადაწყვეტილება, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კომპანიის ონლაინ გაყიდვების გაფართოების ბოლო ნაბიჯია. თანხის Tokopedia – ში დაბანდებამდე, Alibaba – მ სინგაპურში დაარსებულ ონლაინ მოლში Lazada Group SA – ში ინვესტიციები ჩადო და 83% – იანი წილის მფლობელი გახდა.

ივნისში, Alibaba – მ დაანონსა, რომ ჩინური საქონლის უცხოეთში გაყიდვასაც გეგმავს.

კომპანიამ ვებ-გვერდი “Taobao Collection” – Lazada – ს პლატფორმაზე აამუშავა, რაც ჩინელ გამყიდველებს ეხმარება, რომ საქონელი სინგაპურსა და მალაიზიაში გაყიდონ. წლის ბოლოსთვის, ვებ-გვერდი ინდონეზიაში, ტაილანდსა და ფილიპინებშიც გაიხსნება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წინა ინვესტიციების გათვალისწინებით, Alibaba – ს საერთაშორისო გაყიდვების შემოსავალმა, წლის მეორე ნახევარში, უკვე 2.64 მილიარდ იუენს მიაღწია, კომპანიის ანგარიშის მიხედვით, გაყიდვები 136% – ით გაიზარდა.

აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში ადამიანები მხარჯველები არიან. საინვესტიციო კომპანიის Temasek – ის ანგარიშის მიხედვით, რეგიონის  ელექტორნული კომერციის ბაზრის შემოსავალი,  $88 მილიარდს 2025 წლისთვის მიაღწევს ამ მაჩვენებლის 52% კი ინდონეზიის ბაზრის დამსახურება იქნება.

ინდონეზიის სავაჭრო ბაზრის მთავარი ამოცანა, 900 – ზე მეტ კუნძულზე მცხოვრები ადამიანებისთვის, შეძენილი საქონლის სწრაფად გადაგზავნაა.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები