[:ka]

4000 წლის მანძილზე ჩინეთი მიწადმოწმედთა ქვეყანა იყო. ჩინეთის სოფლის მეურნეობის განვითარებამ ისტორიის მანძილზე ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ისტორიის განმავლობაში ძალიან ბევრი მეთოდი შემუშავდა, ბევრიც აითვისეს, რამაც გზა მისცა დიდ ფერმერულ წარმოებასა და შრომისუნარიანობას.

სოფლის მეურნეობა ძველ ჩინეთში

სოფლის მეურნეობა:

ჩინეთი ხანგრძლივი ფეოდალური ისტორიის განმავლობაში დიდ ყურადღებას ამახვილებდა სოფლის მეურნეობასა და მრეწველობაზე. შედეგად, შემუშავდა უამრავი მეთოდი, რომელმაც ხელი შეუწყო წარმოების ზრდასა და ეფექტურობას. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით აშენდა ფართო სარწყავი სისტემები, როგორიც არის დიდი არხი, ტუძიანგიენის სარწყავი სისტემა, რომლებიც ათასწეულების მანძილზე ამარაგებდა მოსახლეობას. დინასტიათა მთავრობები სასოფლო-სამეურნეო (მიწათმოქმედების) ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ახორციელებდნენ ახალი და ინოვაციური მიწების მართვის სისტემას.

ვაჭრობა:

სოფლის მეურნეობისა და სახელოსნო მრეწველობამ ხელი შეუწყო ადგილობრივი ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის გამდიდრებას. ძირითად სავაჭრო საქონელს წარმოადგენდა: სურსათი, მარილი, ალკოჰოლურ სასმელები, ჩაი, მედიკამენტები, ტექსტილი, ოქროს ან ვერცხლის ჭურჭლის ნაკეთობანი და ყოველდღიური მოხმარების ნივთები.

Image result for chinese merchants han dynasty
ხანის დინასტია: ჩინელი ვაჭრები

დროთა განმავლობაში გაჩნდა დიდი რაოდენობით კომერციული ადგილები. იმავდროულად, ხანის დინასტიის ჩინეთში (206-220წწ.) აბრეშუმის გზის გახსნას უცხოელი ვაჭრებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების შემოდინება მოჰყვა. ახალმა გზამ  ხელი შეუწყო საზღვაო ვაჭრობის განვითარებას. იმ დროს, თანგის ეპოქაში ხომალდები ინდოეთის ოკეანეში გადადიოდნენ და სპარსეთს ყურესაც აღწევდნენ.  სავაჭრო გემები ჩვეულებრივ ჩინეთში და აზიისა და აფრიკის ქვეყნებს შორის ვაჭრობდნენ. ამ მიზეზით, მიიჩნევა, რომ აბრეშუმის გზის მთავარი მიზანი ცენტრალურიდან გლობალურ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლა იყო, ჩინური აბრეშუმის, ფარდაგების, სანალებლების, ბალახებისა და კერამიკის აღმოსავლეთ აზიიდან ევროპაში გასვლამ ევროპელებში ეგზოტიკური მხარისადმი ინტერესი გააჩინა.

პირველი ჩინური ვალუტა “ძიაო’წ”

ძიაო’წ: მსოფლიოში პირველი ქაღალდის ვალუტა

ჩინეთი იყო პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც გამოიყენა ქაღალდის ვალუტა, რომელსაც ეწოდებდა “ძიაო’წ”(ჩინ. 交子jiāozǐ).

”ძიაო’წ“-ს ისტორია ჩრდილოეთ სუნგის დინასტიით (960-1127წწ.) თარიღდება. ვალუტის მაღალი მიმოქცევისას, ჩენგტუს ადილობრივმა ხელისუფლებამ შეიმუშავა ადრეული ადმინისტრაციული და შემნახველი ბანკი, რომელიც ცნობილია, როგორც “ძიაო’წ-ს ოფისი”. ქაღალდის ფული პოპულარული მოგვიანებით დინასტიებში გახდა, როგორებიცაა იუენი, მინგი და ცინგი, მაგრამ მიმოქცევაში მას არასდროს შეუცვლია ლითონის მონეტები.

ძინშანგი: ჩინეთის კომერციული კულტურის შექმნა

ტერმინი ძინშანგი (ჩინ.晋商 jìnshāng) წარმოადგენს შანსის პროვინციის ვაჭრების სახელწოდებას, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ჩინეთის კომერციული კულტურის მშენებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობდნენ დახურულ რეზიდენციებში, მათთვის ბიზნეს შესაძლებლობების აღქმა შეზღუდული არ ყოფილა. სწორედ შანსის ვაჭრებმა დააარსეს “ფიაო ხაო”(ჩინ. 票号 Piào hào) ანუ პირველი ბანკები ჩინეთში.

შანსის ვაჭრების მიერ შექმნილი ჩინური ქვითარი

მინგისა და ცინგის დინასტიების პერიოდში ძინშანგმა მიაღწია დიდ ეკონომიკურ განვითარებას. მათი კვალი არა მხოლოდ ჩინეთს დაეტყო, არამედ იაპონიასა და სამხრეთ აზიის, არაბეთისა და ევროპის ქვეყნებიც მოიცვა. მათ ბიზნეს ინტერესებს წარმოადგენდა ყველაფერი, დაწყებული მარილით, რკინით, ბამბით, აბრეშუმითა და ჩაით, დამთავრებული მრავალგვარი ფინანსური მცდელობებით, როგორებიცაა ლომბარდები, კერძო ბანკები და ანგარიშთა ბიუროები.

 [:]