Home პერსონა ბრიუს ლი, ანუ ჩინური საბრძოლო ხელოვნების “ჯადოქარი”

[:ka]ბრიუს ლი, ანუ ჩინური საბრძოლო ხელოვნების “ჯადოქარი”[:]

0
5101

[:ka]

კუნგ ფუს ოსტატი, ფილოსოფოსი, მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობის ძიე ცუენ ტაოს დამაარსებელი, XX საუკუნის ყველაზე გავლენიანი და სახელოვანი საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ლი ძიუნ ფენი,  შემდგომში კი ბრიუს ლი, დაიბადა 1940 წლის 27 ნოემბერს, სან-ფრანცისკოში.

დაკავშირებული სურათილი ძიუნ ფენი მისი დაბადების სახელია და „დაბრუნდი უკან“ ნიშნავს. დედამ ბრიუსს ეს სახელი დაარქვა  ვინაიდან მას იმედი ჰქონდა, რომ ოდესმე მისი შვილი დაბრუნდებოდა შეერთებულ შტატებში. ბრიუსს დაბადებისას კიდევ ჰქონდა ერთი სახელი.

Bruce Lee childhood-ის სურათის შედეგი

დაბადებისთანავე მშობლებმა მას მეტსახელად ქალის სახელი „საი ფონი“ ანუ პატარა ფენიქსი შეარქვეს. ჩინური ტრადიციის მიხედვით, მშობლები ახალშობილ ვაჟს ეძახიან ქალის სახელს, რათა შეცდომაში შეიყვანონ ბოროტი სულები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვის სულის გატაცება.

ბრიუს ლი ოჯახში მეოთხე შვილი იყო. სწორედ მან, მშობლების მსგავსად, სამსახიობო გზა აირჩია. თუმცა, წლებთან ერთად, მისი პროფესიათა რიცხვიც იზრდებოდა. მშობლები, მამა ლი ხოი ჩუენი და დედა გრეისი (ნახევრად ევროპელი წარმოშობის), კანტონის დრამატული ოპერის დასის წევრები იყვნენ. მამამისი კანტონის ოპერის ცნობილი კომედიანტი იყო და კარგ გასამრჯელოსაც იღებდა.

დაკავშირებული სურათი

ბრიუს ლის სამსახიობო კარიერაზე ადრეული ასაკიდან ზრუნავდენ როგორც მშობლები, ასევე მისი მეგობრები. პირველად ის ფილმში 1941 წელს ერთ-ერთი კინოფილმის ნაწყვეტში გადაიღეს. მაშინ მსახიობი სამი თვის ჩვილი გახლდათ. მისი სამსახიობო დებიუტი კი შედგა  ფილმში „ბიჭუნას ჩამოყალიბება“, რომელიც  1946 წელს ჰონგ კონგში გადაიღეს. ფილმის გადაღებიდან ძალიან მალე 8 წლის ბრიუსმა მეორე ფილმში ითამაშა და ზედმეტსახელიც მიიღო. მას „ლი სიაო ლუნგი“ (“პატარა დრაკონი“) შეარქვეს. მოგვიანებით ამ სახელით გახდა ცნობილი ჰონგ კონგსა და მთელ ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში.

Bruce Lee childhood-ის სურათის შედეგი

ათი წლის ასაკში ბრიუსი ქუჩის ცხოვრებას შეურთდა. როგორც თავად მსახიობი იხსენებდა, ამ წლებმა ზეგავლენა მოახდინა მის შემდგომ ცხოვრებაზე. აღსანიშნავია, რომ ქუჩაში ბრიუსმა დიდი გაკვეთილები გაიარა, იქ არ არსებობდა არავითარი წესი, ყველა იბრძოდა გამარჯვებისათვის, ნებისმიერი ხერხით. ეს იყო გაკვეთილები, რომლებიც მან გამოიყენა მთელი ცხოვრების მანძილზე და მათზე დაყრდნობით ბრძოლის საკუთარი ფილოსოფიაც ჩამოაყალიბა. საბრძოლო ხელოვნება- ეს არის ჰონგ კონგის სოციალური სისტემის ნაწილი. ის გამოიყენება ნებისმიერი ასაკის ადამიანთა პრაქტიკაში, როგორც ჯანმრთელობისა და კარგი ფორმის შენარჩუნების საშუალება.

ჩინეთში ათასწლეულების მანძილზე იხვეწებოდა უიარაღო თავდაცვის სისტემები. რა თქმა უნდა, იქ საბრძოლო ხელოვნების დაუფლება საპატიო საქმედ ითვლება. გამონაკლისს არც ბრიუსის მამა ლი ხოი ჩენი წარმოადგენდა. მილიონობით ჩინელის მსგავსად, ისიც ასრულებდა  ჩინური თაი ძის ფიზიკურ ვარჯიშებს, როგორც სულიერი და ფიზიკური სიჯანსაღის, ასევე თავდაცვისათვის. ამ ხელოვნებისადმი ინტერესი ბრიუს ლიმ პატარაობიდანვე გამოავლინა.  მამის გვერდით ის გულმოდგინედ იმეორებდა ყველა ვარჯიშს.  მთელი ცხოვრების მანძილზე მსახიობი სწორედ მამამისს თვლიდა თავის პირველ მასწავლებელად.

მამამ 13 წლის ბრიუსი სავარჯიშოდ მიაბარა საბრძოლო ხელოვნების ხანშიშესულ ოსტატს იპ მანს, რომლის თითოეულ ვარჯიშში ოჯახი 12 ჰონგ კონგურ დოლარს იხდიდა. ბრიუს ლი ძალიან სერიოზულად მოეკიდა საქმეს, ყოველდღიურად თითქმის ხუთ საათს ვარჯიშობდა და სულ მალე პროგრესიც შესამჩნევი გახდა. მისი ტალანტი მასწავლებელმა თავიდანვე შენიშნა, ამიტომ იგი მეტ დროს უთმობდა მასთან ინდივიდუალურ ვარჯიშებსა და ფილოსოფიურ საუბრებს. სამ წელიწადში ბრიუსი უკვე ჩამოყალიბებული მებრძოლი იყო და მთელ ჰონგ კონგში ცნობილი გახდა, როგორც ახალგაზრდა პერსპექტიული ოსტატი.

მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი სან-ფრანცისკოში გამგზავრების შემდეგ დაიწყო. 1959 წლის 17 მაისს ბრიუს ლიმ დატოვა ჰონგ კონგი და  გემით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. სან-ფრანცისკოში ბრიუსი რამდენიმე თვე ცხოვროდა, მშობლების მეგობრებთან, ჩინურ დასახლებაში. სარჩოს საშოვნელად იგი ცეკვის გაკვეთილებს ატარებდა. ამავე წლის 3 სექტემბერს კი ის გაემგზავრა სიეტლში. თავდაპირველად მოეწყო ჭურჭლის მრეცხავად, რესტორანში, რომლის მეპატრონე მათი ოჯახის ძველი მეგობარი რუბი ჩაუ იყო.

Bruce Lee 1959-ის სურათის შედეგი

მალე ბრიუსმა სწავლა დაიწყო ედისონის სახელობის ტექნიკურ სასწავლებელში, პარალელურად კი აგრძელებდა ყოველდღიურ ინტენსიურ ვარჯიშს, იმაგრებდა მუშტებს დაფაზე, რომელიც მან სამზარეულოში ჩამოჰკიდა. ამ პერიოდში იგი საჩხუბრად გამოიწვია ერთმა იაპონელმა, რომელიც დიდხანს ცდილობდა მასთან ჩხუბს. ბოლოს გადაწყვიტეს, მოეწყოთ ორთაბრძოლა „წესების გარეშე“. ბრძოლა მხოლოდ 11 წამს გაგრძელდა და დასრულდა ბრიუს ლის პირდაპირი დარტყმით, რომელმაც შორს მოისროლა „მამაცი“ მეტოქე. ამ უკანასკნელმა, შემდგომში ლის მოწაფეობა სურდა.

1960 წლის დეკემბერში ბრიუს ლიმ დაამთავრა ედისონის სასწავლებელი, ხოლო 1961 წლის 27 მარტს ჩააბარა სიეტლში ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1964 წლის საზაფხულო მეოთხედის დახურვის შემდეგ, მან მიატოვა ვაშინგტონის უნივერსიტეტი. ამავე წელს ლონგ-ბიჩში (კალიფორნია) მოაწყო საჩვენებელი გამოსვლა კარატეს საერთაშორისო ტურნირზე. სულ მალე კი გახსნა თავისი პირველი სკოლა სიეტლის ჩინურ კვარტალში.

ამ პერიოდში მის ცხოვრებაში კიდევ ერთი სასიხარულო მომენტი დადგა. ბრიუსმა მისი მომავალი მეუღლე,  ლინდა ემეირი, გაიცნო, წყნარი, ინტელიგენტი, შვედური წარმოშობის ამერიკელი გოგონა.

Bruce Lee and his wife-ის სურათის შედეგი

პირველად ბრიუსი ლინდას  სიეტლში 1963 წლის გაზაფხულზე შეხვდა. მაშინ ლინდა სწავლობდა გარფილდის უმაღლეს სკოლაში. ბრიუსი ესწრებოდა ხოლმე ამ სკოლაში აღმოსავლური ფილოსოფიის ლექციებს. ისინი ერთმანეთს გააცნო ლინდას ჩინელმა მეგობარმა გოგონამ, რომელიც ბრიუსის ჯგუფში ვარჯიშობდა. მან ერთ საღამოს ლინდა წაიყვანა ჩინურ კვარტალში დარბაზის სანახავად. იმ დროისთვის ბრიუსი ატარებდა ვარჯიშებს სადაც კი მოუხერხდებოდა: ავტოფარეხში, მიტოვებულ სახლებში, სკოლის სპორტულ დარბაზებში. მას სურდა თავისი სკოლის ფართო ქსელის ჩამოყალიბება. შეერთებულ შტატებში საბრძოლო ხელოვნება სწორედ მაშინ იკიდებდა ფეხს. ლინდა აგრეთვე სწავლობდა უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსებზე და, ამგვარად, ხშირად უწევდა ბრიუსთან შეხვედრა.

1964 წლის ივლისში ბრიუსმა გადაწყვიტა ოკლენდში გამგზავრება. ლინდას კი დაუბარა, რომ მის დაბრუნებამდე სერიოზულად ეფიქრა მათ მომავალ ცხოვრებაზე. აგვისტოს დასაწყისში მან წარმატებით გახსნა ახალი სკოლა ოკლენდში და ორი კვირის შემდეგ, ლინდას წასაყვანად საქორწილო ბეჭდით ხელში დაბრუნდა სიეტლში. ამრიგად, 1964 წლის 17 აგვისტოს ბრიუს ლი დაქორწინდა 20 წლის ლინდა ემეირზე.

Bruce Lee and his wife wedding'-ის სურათის შედეგიძალიან მალე, 1965 წლის 1 თებერვალს, ოკლენდში ლინდას და ბრიუსს შეეძინათ ვაჟიშვილი ბრენდონი, რომელსაც ბრიუსი ხუმრობით ეძახდა „ერთადერთ ქერათმიან ჩინელს მთელს მსოფლიოში“.

ამავე წელს,  რეჟისორმა და პროდიუსერმა ედ პარკერმა  ბრიუსს შესთავაზა, გადაეღოთ  ვარჯიშები და შეექმნათ კომერციული ტელეფილმების სერია. ამავე წელს ბრიუსმა მიიღო მოწვევა კინოსტუდია 20th Century Fox -ის რეჟისორ უილიამ დოპლერტისაგან. მას უნდა ეთამაშა ჩარლი ჩანგის როლი ახალ სერიალში, სახელწოდებით „პირველი შვილი“. 1966 წლის მარტში ამ სერიალის გადაღებები დასრულდა. მალევე ბრიუსი მორიგ საბრძოლო ხასიათის ფილმ „მწვანე ონავარში“ გადაიღეს. ეს უკანასკნელი პოპულარობით სარგებლობდა შეერთებული შტატების მოზარდებს შორის. პარალელურად, ბრიუს ლიმ, დენ ინოსანტოსთან ერთად, ლოს-ანჯელესის ჩინურ კვარტალში წარმატებით გახსნა მესამე სკოლა (დოდჟო).

Bruce Lee-ის სურათის შედეგი

1967 წელს, მთელი წელიწადი, ბრიუსი ესწრებოდა კარატისტთა საერთაშორისო ტურნირებს ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და ლონგ-ბიჩში. პარალელურად, სიამოვნებით იღებდა მოწვევებს ტელევიზიიდან, სადაც სერიალ „მწვანე ონავრიდან“ ახდენდა ზოგიერთი ილეთის დემონსტრირებას. 1968 წელს ლოს-ანჯელესში ბრიუსი დაინიშნა კინოფილმ „მაშველი რაზმის“ ტექნიკურ დირექტორად.

Bruce Lee and shenon-ის სურათის შედეგი

1969 წლის 19 აპრილს სანტა-მონიკაში ბრიუსს და ლინდას მეორე შვილი, გოგონა შენონი შეეძინათ.

Bruce Lee and family-ის სურათის შედეგი

1970 წელს ჰოლივუდში ბრიუს ლიმ პირველად დაწერა სცენარი ფილმისათვის „მდუმარე ფლეიტა“, რომელიც ეფუძნებოდა საბრძოლო ხელოვნებათა ფილოსოფიას, თუმცა ფინანსური მიზეზების გამო  პროექტი არ განხორციელდა.

brius lee big boss-ის სურათის შედეგი

1971 წელს ბრიუსმა მთავარი როლი ითამაშა რეიმონდ ჩოუს  ფილმში „დიდი ბოსი“.  ფილმის გადაღება სულ $100 ათასი დაჯდა. ჰონგ კონგის კინოეკრანებზე გამოსვლისთანავე ფილმმა მაყურებლისა და პრესის დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა. პირველივე გაქირავებაზე, $3.2 მილიონი მოგებით, მან მოხსნა ყველა რეკორდი.

 

 

 

დაკავშირებული სურათი

1972 წელს ჰონგ კონგში გამოვიდა მეორე ფილმი „მძვინვარების მუშტი“. ამავე წელს მსახიობმა უარი თქვა რამდენიმე სცენარზე და თავად დაიწყო მუშაობა ფილმ „დრაკონის გზაზე“. მან თვითონ დაწერა სცენარი, იყო რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელიც. ეს ფილმი, სხვების მსგავსად, წარმატებით გავიდა ეკრანებზე და $4.5 მილიონი მოგება მოიტანა. 1973 წლის გაზაფხულზე ჰოლივუდიში ბრიუსმა გააფორმა ხელშეკრულება კინოკომპანია „Warner Brothers“-თან ფილმის გადაღების თაობაზე. ახალი ფილმი „დრაკონის გამოჩენა“ იყო შეერთებული შტატებისა და ჰონგ კონგის კინოინდუსტრიის პირველი ერთობლივი ნაწარმი.

ვინ ჩუნის სკოლაში ბრიუსმა გაათვიცნობიერა ის, რომ უბრალოება და პირდაპირობა ყველაზე სასარგებლოა, ამიტომ რეალურ ბრძოლაში იგი მოქმედებდა ყოველგვარი წინასწარ განზრახული სქემის გარეშე. მან ისწავლა მოწინააღმდეგის ძალის თავის სასარგებლოდ გამოყენება. სწორედ აქედან წარმოიშვა პრინციპი „შეეწყვე და მიენდე“.

სტილი რომელიც მან ჩამოაყალიბა  „ძიე ციუენ ტაო“ (დამსწრები მუშტის გზა), აერთიანებდა კარატეს, დასავლურ კრივს, ჭიდაობას, ძიუდოს, ტაილანდურ კრივს და სხვა ილეთებს.

„ადამიანს ჰქონდეს ბევრი ფული – ეს არ ნიშნავს ყოველგვარი პრობლემის მოხსნას, მაგრამ მაინც ქონა სჯობს უქონლობას,“ – ბრიუს ლი.

წარმატების მიღწევა სხვადასხვა პიროვნებაზე განსხვავებულად ზემოქმედებს. ბრიუს ლი, ამ შემთხვევაში, გაორებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, საქვეყნო აღიარება მისთვის სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა. იგი ცხოვრობდა „სუპერგმირის“ ცხოვრებით, ჰქონდა სახლი, რომელიც უმაღლეს თანამედროვე მოდელებს შეეფარდებოდა; ჰყავდა წითელი ფერის მერსედესი, ასახდელი სახურავით, რომელიც 41 ათასი ჰონგ კონგური დოლარი ღირდა. ჟურნალ-გაზეთებში ყოველთვის ჰონგ კონგის ლამაზმანების გვერდით იყო აღბეჭდილი.

brius lee dragon way-ის სურათის შედეგი

მეორე მხრივ, რაც უფრო მეტად იზრდებოდა მისი პოპულარობა, მით უფრო იკეტებოდა და ღრმავდებოდა საკუთარ თავში. ხშირად, თავის კაბინეტში, მარტოდმარტო ატარებდა რამდენიმე დღეს. ბრიუსს ჰყავდა მეგობრების დიდი წრე, მაგრამ თანდათანობით ისინი იკარგებოდნენ, ერთიმეორის მიყოლებით, განაწყენებულები იმ ემოციური და ფიზიკური ბარიერების გამო, რომლებიც ლიმ თავის ირგვლივ წარმოქმნა. ბრიუს ლიმ არა მხოლოდ ხელი ჰკრა მეგობრებს, არამედ ხალხში გამოჩენასაც გაურბოდა. ერთხელ ის მიიწვიეს მის ყოფილ კოლეჯში, სასკოლო შეჯიბრებაში გამარჯვებულთა დასაჯილდოვებლად. დაჯილდოების დროს, სადღაც კულისებს მიღმა, ძლიერად გაჯახუნდა კარი, ბრიუსი სწრაფად გაწვა იატაკზე. როდესაც წამოაყენეს, იგი ძალზე დაბნეული იყო. ქუჩაში ყოველთვის თან ჰქონდა ჩანთა. მოგვიანებით, ერთ-ერთ მეგობარს გამოუტყდა, რომ მასში პისტოლეტი ედო. საკვირველია, ასეთი აღიარებული, ძლიერი ადამიანი, განუმეორებელი თავდაცვის ოსტატი, თავს დაუცველად გრძნობდა და ამისათვის იარაღის ტარება გადაწყვიტა.

ბრიუს ლის სიამაყე მისი გაწვრთნილი, ნავარჯიშები სხეული იყო. 13 წლის ასაკიდან ყოველდღიურად რამდენიმე საათს უთმობდა სერიოზულ, მკაცრ ვარჯიშს, რომელსაც წინ უძღოდა ხუთკილომეტრიანი კროსი. 1973 წლის 10 მაისს ასეთი დატვირთვის გამო იგი შეუძლოდ გახდა. ექიმებს საათნახევარი დასჭირდათ მის გონზე მოსაყვანად. მათ ურჩიეს ბრიუსს, წყნარი ცხოვრებით შეეცვალა დაძაბული რიტმი. 10 მაისს სტუდიაში მომხდარი ამბავი თითქოს გამაფრთხილებელი ნიშანი იყო, მისი სხეულის მხრიდან. სხეულის რომელიც ძალიან გადაიტვირთა. თუმცა, ბოლო ორი თვის მანძილზე მსახიობი გადაიქცა საათის მექანიზმიან ფეთქებად მოწყობილობად, რომელსაც ერთი ნაპერწკალიღა აკლდა და, შესაძლოა, სწორედ ეკვაჯეზიკის აბები იქცა ამ ნაპერწკლად.

გენიის გარდაცვალება

1973 წლის 20 ივლისს, დაახლოებით 8 საათზე, ძლიერი თავის ტკივილის გამო, ბრიუს ლი წამოწვა საწოლზე. თუ სად და ვის საწოლზე, ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ მაშინ ამ ფაქტის გამო, ბრიუს ლის სიცოცხლის უკანასკნელი საათების შესახებ, უამრავი ბინძური ჭორი და ინტრიგა დატრიალდა. ადგილობრივი ექიმის ჩუ ფოუვის გასინჯვის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ბრიუსი ძლივსღა სუნთქავდა და პულსიც აღარ ესინჯებოდა, იგი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, გადაიყვანეს ჰონგ კონგის დედოფალ ელიზაბედის სახელობის კლინიკაში. ექიმები დიდხანს იბრძოდნენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. ლინდა და რეიმონდ ჩოუ გაოგნებულები იდგნენ პალატის კართან. სავაადმყოფოს შესასვლელთან თავი მოეყარა უამრავ რეპორტიორს. სწორედ მათ წინაშე, დაახლოებით 23 სთ-სა და 30 წთ-ზე, რეიმონდ ჩოუმ წარმოთქვა შემზარავი სიტყვები: „იგი დაიღუპა“.

 ბრიუს ლი  32 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეორე დილით ჰონგ კონგის ქუჩებში გამოფენილი თითქმის ყველა გაზეთის პირველ გვერდზე იკითხებოდა შემაძრწუნებელი სათაურები: „ბრიუს ლი გარდაიცვალა“.   ამ დღეს ჩინურენოვანი გაზეთების ტირაჟი ორჯერ და სამჯერ გაიზარდა. ბრიუს ლის უამრავ თაყვანისმცემელს არ სჯეროდა და არც სურდა მომხდარი ამბის დაჯერება. ხალხი ამას უბრალოდ ფილმ „სიკვდილთან თამაშს“ რეკლამად მიიჩნევდა.

brius lee's grave-ის სურათის შედეგი

ქუჩაში, დამკრძალავ მსვლელობაზე დასასწრებად, ათასობით დამწუხრებულმა ადამიანმა მოიყარა თავი. ბევრმა იქ მთელი ღამეც კი გაატარა. ერთ-ერთმა ცნობილმა გაზეთმა ამ სანახაობას „კარნავალი“ უწოდა. არ წყდებოდა ნაკადი ხალხისა, ვისაც სურდა აევლო იმ კიბის თორმეტი საფეხური, სათაყვანებელი გმირის ცხედარს რომ აშორებდა; 28 წლის ამერიკელი ახალგაზრდა ქალისათვის საყვარელი მეუღლის დაკრძალვა ნამდვილი კოშმარი იყო. სამლოცველოში მყოფი ხუთასამდე ადამიანი მდუმარედ შეეგება მას. ლინდას ტანზე, ჩინური სამგლოვიარო ტრადიციის მიხედვით, თეთრი კაბა ემოსა. მას თან ახლდნენ ბავშვები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ აღიქვამდნენ მომხდარ უბედურებას.

ბრიუს ლი დაკრძალეს 1973 წლის 31 ივლისს, სიეტლში, ლეიქ ვიუს სასაფლაოზე.

[:]

NO COMMENTS