მარტი25 , 2023
კულტურაCCTV - ის მორიგი პროექტი

[:ka]CCTV – ის მორიგი პროექტი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ცოტა ხნის წინ, პეკინში ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ (CCTV) მორიგი პროექტი წამოიწყო სახელწოდებით, “ეროვნული საგანძური”. 

სატელევიზიო პროგრამის თითო ეპიზოდში 9 მუზეუმის 27 ღირებული ეროვნული საგანძური იქნება ნაჩვენები. მაყურებელი იმოგზაურებს და გაეცნობა ისეთ მუზეუმებს როგორებიცაა, სასახლის მუზეუმი, შანხაის მუზეუმი, ნანძინგის მუზეუმი, ხუნანის პროვინციული მუზეუმი, შაანსის ისტორიული მუზეუმი, ხუპეის პროვინციული მუზეუმი, ჭეძიანგის პროვინციული მუზეუმი და ლიაონინგის პროვინციული მუზეუმი. პროგრამა ასევე მოიწვევს გავლენიან საზოგადო მოღვაწეებს, როგორც “ეროვნული საგანძურის მცველებს”, რომლებიც კულტურული რელიკვიების ისტორიას მოგვიყვებიან.

სატელევიზიო პროგრამის მთავარმა რეჟისორმა იუ ლეიმ, განაცხადა, რომ CCTV – ის მიერ შექმნილი ახალი დოკუმენტური პროგრამა, რომელიც ჩინური კულტურის რელიკვიებზე მოგვითხრობს, ეროვნული საგანძურის გაცოცხლებას ისახავს მიზანდ. “პროგრამაში ეროვნული განძი ნაჩვენები იქნება სხვადასხვა მხატვრული საშუალებით, მასში აღწერილი იქნება თითოეული საგანძურის ისტორია, რათა მაყურებელმა შეძლოს არა მხოლოდ შეფასება ამ სიმდიდრის, არამედ აღიქვას ის ცივილიზაცია რაც მას მოჰყვა” განაცხადა მან.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები