[:ka]“უშუ”- ჩინური საბრძოლო ხელოვნება (ნაწილი II)[:]

[:ka]

უშუს, როგორც ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებად ისტორიკოსები მინგის დინასტიის ეპოქას (1368-1644) მიიჩნევენ. ამ პერიოდს მიეკუთვნება მოვლენა, რომლის შესახებაც დღეს ყველაზე მეტს საუბრობენ თანამედროვე უშუს მოყვარულები – საბრძოლო ხელოვნების დიფერენციაცია.

ბოლო ორმა საუკუნემ შესამჩნევი ცვლილებები შეიტანა ჩინურ კულტურაში: ეს იყო მრავალი პოლიტიკური ტრადიციის დარღვევა, მისტიკური და ეზოთერული სკოლების განადგურება, რამდენიმე ძირითადი აჯანყება, პრაქტიკულად ყველა კულტურული სტერეოტიპი იქნა ახლიდან განხილული.

თუმცა, ამავე პერიოდში, პარალელურად ხდებოდა უშუს სტილების, სკოლებისა და მიმართულებების აყვავება. მე-18 საუკუნემდე უშუს ბევრ სტილს არ გააჩნდა კონკრეტული სახელი. ისინი მოიხსენიებოდა ზოგადად, როგორც „ცუენი“(მუშტი) ან „ჩანგცუენი“(გრძელი მუშტი). თუმცა, უშუს უამრავი სტილის და მიმართულების გაჩენის შემდეგ აუცილებელი გახდა მათი დაჯგუფება. სტილების დაყოფა „გრძელ მუშტად“ და „მოკლე დარტყმად“ თითქმის ერთდროულად მოხდა სტილთა ფორმირების პარალელურად. დღესაც, ბევრი ოსტატი მიიჩნევს, რომ სტილთა მსგავსი დაყოფა ყველაზე მოსახერხებელი და მარტივია. „გრძელი მუშტის“ კატეგორიაში შედიოდა ის სახეობები, სადაც ბრძოლა მიმდინარეობდა შორ ან საშუალო დისტანციაზე, ხოლო დარტყმებისას ხელიც და ფეხიც მაქსიმალურად იყო გაშლილი. ამ სტილის დამახასიათებელი იყო გაშლილი და გაწელილი დგომა, რაც ეფექტური იყო გრძელ დისტანციაზე ბრძოლისას. „მოკლე დარტყმა“ აერთიანებდა უშუს იმ სახეობებს სადაც უპირატესობა ენიჭებოდა ახლო დისტანციაზე ბრძოლას, ამ დროს ხელი რჩებოდა მოხრილი, ხოლო ფეხის დარტყმა ხორციელდებოდა მუცლის ქვემოთ, უმეტეს შემთხვევაში კი ფეხებში. დიდი ხნის განმავლობაში „ჩანგციუენი“ იყო ზოგადი სახელწოდება ასობით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სტილისა და მიმართულებისთვის.  მაგალითად, „თაიძიციუენი“-ც თავდაპირველად „ჩანგციუენად“ იწოდებოდა. სტილთა დეტალური დიფერენციაცია მხოლოდ მე-18 საუკუნეში დაიწყო. უშუს სახეობებს ეწოდა საკუთარი სახელი. „თაიძიციუენმა“-ც საკუთარი სახელი მე-18 საუკუნის ბოლოს მიიღო.

კლასიფიკაციის კიდევ ერთი სისტემა გახდა უშუს მიმართულებების დაყოფა შინაგან და გარეგნულ მიმართულებებად. ამ ტერმინთა უხეში თარგმანი ასე იქნება: „გარე ოჯახი“ ან „გარე ოჯახური სტილი“(ვაიძიაციუენი) და შესაბამისად, „შიდა ოჯახი“ ან „შიდა ოჯახური სტილი“ (ნეიძიაციუენი).

ტრადიციულად შიდა მიმართულებაში კლასიფიცირებულია 3 ძირითადი სტილი: „თაიძიციუენი“, „პაჩუაჭანი“ და „სინიცუენი“. ეს სტილები შეიცავდნენ რთულ თეორიებს, რომელიც დაფუძნებული იყო მრავალფეროვან ფილოსოფიურ საფუძვლებზე სამყაროს შესახებ. ზოგჯერ „შიდა ოჯახი“-ს ჯგუფში შეჰყავთ იციუენის, ტაჩენციუენი და სხვა რამდენიმე სტილი, თუმცა შინაგანში ძირითადად შეჰყავთ პირველი სამი. ყველა დანარჩენი უშუს სახეობა, მათ შორის შაოლინციუენი შედის გარეში.

კიდევ ერთი კლასიფიკაცია უშუს ჰყოფს სამ დიდ მიმართულებად: შაოლინური, უდანური და ემეიური. სამივე მიმართულება გაჩნდა უშუსთვის წმინდა ადგილებში ან დაკავშირებული იყო მრავალ დაოსურ და ბუდისტურ მითთან. შაოლინის მიმართულება ითვლება ყველაზე დიდად და აერთიანებს 360 ძირითად სახეობას. ის დაკავშირებულია 495 წელს აშენებულ შაოლინის მონასტერთან, ხ’ნანის პროვინციაში, სუშანის წმინდა მთასთან ახლოს, სადაც ლეგენდების მიხედვით სახლდებოდნენ დაოსური მაგები.

უტანგის(გავრცელებული როგორც, უდანი) მიმართულება წარმოიშვა უტანგის მთებში, ხუპეის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც უძველესი დროიდან ითვლებოდა დაოსის ცენტრად. ზუსტად აქ, ლეგენდების თანახმად ცხოვრობდა მითოლოგიური შემქმნელი ტაიძიციუენისა დაოსი, ჩან ცანფენი (მე-14ს).

მესამე მიმართულება, ემეიური, წარმოიშვა ემეის მთებში, სამხრეთ-დასავლეთ სიჩუანში. ემეის მთებში, ერთის მხრივ ვითარდებოდა წმინდა ადგილობრივი უშუს მისტიკური სკოლები, მეორეს მხრივ კი მე-18 საუკუნეში აქ შემოდის საბრძოლო ხელოვნება, რომელიც გამოიყენებოდა არმიაში.  ეს ორი მიმართულება – შიდა მისტიკური და გარე-გამოყენებითი – მათ გადაკვეთაზე ყალიბდება ემეური უშუს საბოლოო სახე.

კიდევ ერთი უშუს „სამხრეთ-ჩრდილოეთ“ მიმართულება წარმოიშვა მე-17 საუკუნის შუა პერიოდში. სამხრეთ მიმართულებად მიიჩნეოდა სახეობები, რომლებიც ისწავლებოდა მდინარე იანძისგან სამხრეთით, ხოლო მეორე კი ჩრდილოეთით. სამხრეთის სტილის მთავარ წარმომადგენლად მიიჩნეოდა სახეობები უტანგური მიმართულებიდან, ხოლო ჩრდილოეთში შედიოდა – შაოლინის. ყველა ის სტილი, რომლითაც დაკავებულნი იყვნენ სამხრეთში კუანტუნგის, ფუძიანის, ხუნანის და ჭეძიანგის პროვინციაში მიეკუთვნა „სამხრეთის სტილს“.

ზემოთხსენებულ კლასიფიკაციათაგან არცერთზე არ მოიძებნება ზუსტი წერილობითი წყაროები, ვინაიდან მათი შექმნა მითოდოლოგიური ხასიათისაა. ისინი შექმნილია იმისთვის, რათა უკეთ გამიჯნონ უშუს გავლენა კულტურის სივრცეში. და ბოლოს, აუცილებლად უნდა გავიაზროთ ის, რომ რამდენი მიმართულებაც არ უნდა არსებობდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ეს ტოტი ერთი ხის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ეწოდება უშუ.

უშუ, როგორც საბრძოლო ხელოვნების სახეობა, რომელიც დაიბადა რამდენიმე ათწლეულის წინ, დღევანდელ დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ გამაჯანსაღებელ სისტემად და ადამიანის შინაგანი სამყაროს განვითარების ხერხად. საკუთარი ფიზიკური მონაცემების განვითარება, სულიერი წონასწორობის გამაგრება და ამტანობის განვითარება, ეს ყველაფერი უშუს აყალიბებს არა მხოლოდ პოპულარულ მიმართულებად, არამედ სასარგებლოს ნებისმიერი ასაკისა და ხასიათისათვის.

[:]


by

Tags:

Comments

კომენტარის დატოვება