მარტი24 , 2023
ბიზნესიChina Telecom - მმა Apple iCloud - თან კონტრაქტი...

[:ka]China Telecom – მმა Apple iCloud – თან კონტრაქტი გააფორმა [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია China Telecom – მმა Apple – ის ჩინურ პარტნიორ Guizhou-Cloud Big Data – თან შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების თანახმად, China Telecom გახდება მონაცემთა შენახვის პირველი მიმწოდებელი  iCloud – ის ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ჩინეთში.

ჩინეთის ახალი ამბების სააგენტო YNET – ის ცნობით, აღნიშნული გარიგება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია, რომელიც კომპიუტერული მონაცემების შეგროვება – შენახვას ისახავს მიზნად.

Guizhou-Cloud Big Data, Apple – ის ერთადერთი პარტნიორი ჩინეთში, iCloud – ის მომსახურებისა და სერვისების მხარდასაჭერად ეროვნულ მონაცემთა ცენტრზეც იმუშავებს.

დღემდე, iCloud – ის ჩინელი მომხმარებლების მონაცემები აშშ – ის ჩრდილოეთ კაროლინის სერვერზე ინახებოდა. Guizhou-Cloud Big Data – ს ოფიციალური განცხადებით, Apple – ის მონაცემების ცენტრი ჩინეთში 2020 წლის დასაწყისში ამოქმედდება. მანამდე კი, Guizhou-Cloud Big Data სამ ძირითად შიდა ოპერატორთან ითანამშრომლებს, რათა მომხმარებელთა მონაცემები შეინახოს.

ჩინეთის სატელეკომუნიკაციო კომპანიის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება მაღალხარისხიანი ქსელის შექმნასა და მონაცემთა ცენტრის მომსახურების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ასევე, შემდგომ თანამშრომლობაში, Tianyi Cloud – ის დამოუკიდებელ განვითარებას და მასში მონაცემთა შენახვის OOS სერვერის გამოყენებას შეუწყობს ხელს.

დღეს ჩინეთში OOS სერვერი ფართოდ გამოიყენება. მის განახლებულ ვერსიას v6.1 უკვე იყენებს 20 – ზე მეტი ქალაქი ჩინეთში. China Telecom – ის თანახმად,  OOS v6- ს  ქსელური შენახვის ძირითადი ტექნოლოგიების გამოყენებით არაერთი პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ასევე აქვს შესაძლებლობა შექმნას უკვე არსებული წამიერი ხელმისაწვდომობა  iCloud – ის მომხმარებლებისთვის.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები