[:ka]გამოფენა – “ბალეტი ჩინეთში” – დღეს პარიზში, ჩინეთის კულტურის ცენტრში გაიხსნა [:]

0
143
[ფოტო/Chinaculture.org]

[:ka]

ჩინეთის კულტურის ცენტრში ჩინური ბალეტის ისტორიის ამსახველი ფოტო გამოფენა გაიხსნა თემით, ჩინური ბალეტის განვითარება. გამოფენა,  ჩინეთის კულტურის ცენტრის, საერთაშორისო კულტურული კავშირების ქსელის და ჩინეთის ნაციონალური ბალეტის ორგანიზებით გაიმართა.

ექსპოზიცია, სახელწოდებით “ბალეტი ჩინეთში” – ჩინეთის ნაციონალური ბალეტის 60 წლიან მემკვიდრეობას, მის განვითარებას და დასავლური ცეკვის ხელოვნების ფორმის ჩამოყალიბებას ასახავს.

პარიზში, ჩინეთის კულტურის ცენტრის დირექტორმა ჩენ შუანგმა განაცხადა, რომ 1959 წელს, ჩინეთის ნაციონალური ბალეტის ჩამოყალიბების შემდეგ, დასმა დიდი გზა განვლო ისეთ დონემდე მოსაღწევად, როგორსაც დღეს ვხედავთ.

ექსპოზიციაზე მისულ სტუმრებს ბალეტის ისტორიის ამსახველ 170 ფოტოსურათთან ერთად, დასის ვიდეოჩანაწერების ხილვის საშუალებაც მიეცა.

ექსპოზიცია 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

 [:]