თებერვალი7 , 2026
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ელჩის მრჩეველი სინომედიის პრეზიდენტსა და "ჩინეთის ექსპერტი 2017"...

[:ka]ჩინეთის ელჩის მრჩეველი სინომედიის პრეზიდენტსა და “ჩინეთის ექსპერტი 2017” გამარჯვებულს შეხვდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

27 თებერვალს, ჩინეთის ელჩის მრჩეველი, წუო ხუნპო სინომედიის პრეზიდენტს, ანა გოგუაძესა და კონკურსის “ჩინეთის ექსპერტი 2017” გამარჯებულს, ვასილ ქარსელაძეს შეხვდა.

შეხვედრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში შედგა, ვასილმა მრჩეველს გაუზიარა ჩინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებები, განიხილა ჩინეთთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. მრჩეველმა წუომ, საელჩოს სახელით ვასილს მხარდაჭერა და ხელშეწყობა გამოუცხადა, ასევე განუცხადა, რომ ჩინეთის საელჩოს ყველა ღონისძიებაზე მიესალმება მის დასწრებას, სადაც ვასილი ისარგებლებს საპატიო სტუმრის სტატუსით.

მრჩეველმა ხაზი გაუსვა კონკურსის მნიშვნელობას და როლს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავებასა და კულტურათა გაცვლაში.

სინომედიის პრეზიდენტმა და მრჩეველმა შეხვედრაზე განიხილეს კონკურსის დეტალები,  ისაუბრეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების გზებზე, სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ონლაინ კონკურსი “ჩინეთის ექსპერტი 2017” 2017 წლის 19 ნოემბერს პირველად ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 1000-ზე მეტი მონაწილე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, კონკურსი მოიცავდა ჩინეთის შესახებ ცნობების შესწავლას და შემდეგ ონლაინ ტესტირებაში კითხვებზე პასუხს. ჩინეთის ექსპერტის ტიტული მოიპოვა ვასილ ქარსელაძემ, რომელსაც საჩუქრად გადაეცა მოგზაურობა ჩინეთში. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, თანაორგანიზებას უწევდა საქართველოს სინოლოგთა ასოციაცია.

სინომედია მალე შემოგთავაზებთ ინტერვიუს კონკურსის გამარჯვებულთან, ვასილ ქარსელაძესთან, სადაც თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრებს.

[:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები