ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის (CPPCC) მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრების სია გამოქვეყნდა. CPPCC წევრების სიას, გარემოსა და რესურსების ახალი სექტორი დაემატა. ექსპერტთა თქმით, ამ სექტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან გარემოს დაცვა ჩინეთის მოდერნიზაციის ფუნდამენტურ ნაწილს წარმოადგენს.

იმავდროულად, ქვეყანაში ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ზომების კორექტირებისა და ოპტიმიზაციის გათვალისწინებით, წლევანდელი „ორი სესია“, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური პოლიტიკური მოვლენა გახლავთ. 

სესიებზე წარმოდგენილი იქნება 2172 წევრი 34 სექტორიდან, 85 კი ახლად შექმნილი გარემოსა და რესურსების სექტორიდან.

ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს 30 დეკემბრის განცხადების თანახმად, CPPCC-ის მე-14 ეროვნული კომიტეტის პირველი სესია 4 მარტს დაიწყება, ხოლო მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველი სესია 5 მარტს გაიმართება.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CPC) ცენტრალური კომიტეტის მიერ გამოცემული CPPCC-ის მუშაობის გაძლიერებისა და გაუმჯობესების სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, CPPCC-ის მე-13 ეროვნული კომიტეტი ხელს უწყობს გარემოსა და რესურსების სექტორის ჩამოყალიბებას.

ბოლო წლების განმავლობაში, CPPCC-ის ზოგიერთმა რეგიონალურმა კომიტეტმა დაიწყო ამ ახალი სექტორის დამატება. 31 პროვინციაში არსებულმა რეგიონალურმა კომიტეტებმა, ავტონომიურმა რეგიონებმა და მუნიციპალიტეტმა დაამატეს ახალი სექტორი სახელწოდებით „გარემო და რესურსები“ ან „რესურსები და გარემო“.

ჩინური მოდერნიზაციის, გარემოს დაცვისა და აღმშენებლობის ხელშეწყობის მიზნით გარემოს განვითარებაზე ორიენტირებული სექტორის შექმნა ფუნდამენტური მნიშვნელობის მოვლენაა თუ გავითვალისწინებ იმას, რომ გაიზრდება გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა.

გარემოს დაცვა კვლავაც იქნება CPC-ის მუშაობის მთავარი აქცენტი მომავალში. CPC ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, სი ძინფინგის მიერ 2022 წლის ოქტომბერში CPC-ის მე-20 ეროვნულ კონგრესზე მიწოდებულ მოხსენებაში, მან აღნიშნა, რომ მიიღო ჰოლისტიკური და სისტემატური მიდგომა მთების, წყლების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო მიწების, მდელოებისა და უდაბნოების შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.

სი ძინფინგის განცხადებაში საუბარია შემდეგ ეკოლოგიურ საკითხებზე: კოორდინირებული სამრეწველო რესტრუქტურიზაცია, დაბინძურების კონტროლი, ეკოლოგიური კონსერვაცია, ნახშირბადის გამონაბოლქვისა და დაბინძურების შემცირება, გარემოს დაცვა, რესურსების დაზოგვა და მათი ეფექტურად გამოყენება…

წლევანდელი ორი სესია ასევე პირველი ყოველწლიური შეკრება იქნება ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური ორგანოსთვის. მათი მთავარი მიზანი სამომავლო პრიორიტეტებისა და გეგმების დადგენა იქნება (რომლებიც მოიცავს ეკონომიკას, სამხედრო საკითხებს, ვაჭრობას, დიპლომატიას და გარემოს დაცვას) მას შემდეგ, რაც ქვეყანამ შეამცირა მისი COVID-19 მენეჯმენტი.

ექსპერტების თქმით, წლევანდელი ორი სესია ძირითადად ფოკუსირებული იქნება ეკონომიკის აღდგენაზე, მათ შორის, წარმოების განახლების დაჩქარებაზე. ასევე, აქცენტი გაკეთდება ჩინეთის მოსახლეობის კლების საკითხზეც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩინეთის მატერიკზე მოსახლეობა 61 წლის განმავლობაში პირველად შემცირდა, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ამასთან, 2172 წევრს შორის 124 ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონიდან, ხოლო 29 მაკაოდან იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, სესიებზე ყურადღება გამახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იურიდიული სერვისების გაცვლა მატერიკსა და ჰონგ-კონგს შორის, მაღალტექნოლოგიური განვითარება, ენერგიის დაზოგვა და გარემოს დაცვა.

წყარო