დეკემბერი5 , 2023
ბიზნესიჩინეთის ეკონომიკა სტაბილურ ზრდას განაგრძობს

[:ka]ჩინეთის ეკონომიკა სტაბილურ ზრდას განაგრძობს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

2018 წლის მონაცემებით, დღეს ჩინეთში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი(მშპ) 6.5 პროცენტია, რაც ხარისხისა და ეფექტურობის კარგი მაგალითია.

ჩინეთი სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას კვლავ განაგრძობს. მომავალი წლისთვის ქვეყანა ეკონომიკის უცხოელ ინვესტორებზე გაფართოებას ისახავს მიზნად.

ორშაბათს, 5 მარტს რიგით მე-13 ეროვნული სახალხო კონგრესი გაიმართა, სადაც სიტყვით გამოვიდა ჩინეთის პრემიერი ლი ქეციანგი. ლიმ სიტყვით გამოსვლისას არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა და იქ მყოფ საზოგადოებას, მთავრობის ანგარიშები გააცნო. “ქვეყანა ეწინააღმდეგება პროტექციონიზმს და მხარს უჭერს სავაჭრო დავების დარეგულირებას მოლაპარაკებების გზით”- განაცხადა პრემიერმა. მისივე განცხადებით, ჩინეთის მთავრობა ეკონომიკური რისკების მართვის გაუმჯობესების პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც გააუმჯობესებს ზედამხედველობას ბანკებზე, ინტერნეტ-ფინანსებსა და ფინანსურ ჰოლდინგ კომპანიებზე. ასევე გაუმჯობესდება ფინანსური რეგულირება და გამკაცრდება ადგილობრივი ხელისუფლების ვალების მართვის სისტემა.

მთავრობის მუშაობის ანგარიში ასევე მიმოიხილავს ჩინეთის რეფორმებსა და განვითარებას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ქვეყნის სამიზნე კვლავ უცვლელი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მშპ-ს 2017 წლის მაჩვენებელმა მოსალოდნელს გადააჭარბა და 6.7% შეადგინა, ჩინეთი კვლავ აქტიურად გააგრძელებს ეკონომიკის სტიმულიზაციას.

“ჩინეთის ეკონომიკა წელს საკმაოდ სტაბილურია და პრიორიტეტი იქნება ზრდის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებაზე” – განუცხადა ჟურნალისტებს ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის ეროვნული კომიტეტის წევრმა ლიოუ შ’ძინმა.

ჩინეთი სრულად გახსნის თავის ზოგად საწარმოო სექტორებს უცხოელი ინვესტორებისთვის, გაააქტიურებს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები, ჯანდაცვა, განათლება, მოხუცებულთა მოვლა,  ახალი ენერგეტიკული სატრანსპორტო საშუალებები. კიდევ უფრო გაამარტივებს უცხოური ბიზნესისთვის ბიზნესის წარმოების პროცედურებს და ხელმისაწვდომს გახდის ისეთ სფეროებს, როგორიცაა სადაზღვეო, საბანკო, ფასიანი ქაღალდები, ფონდის მენეჯმენტი და ფინანსური აქტივების მენეჯმენტი.

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

პეკინში ქართული კინემატოგრაფიის 115 წლისთავთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება გაიმართა

14 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და “Truly Sense (Beijing) Media Consulting” Group"-ის მხარდაჭერით, პეკინის "Solana Cinema"-...

წელს აღინიშნება ინიციატივა „სარტყელი და გზა“ 10 წლის იუბილე

წელს 10 წელი უსრულდება ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ ინიციატივას „სარტყელი და გზა“ (BRI).პროექტი „სარტყელი და გზა“ არის თანამშრომლობის გზა, რომელიც...

თბილისში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 74 წლისთავი აღინიშნა

26 სექტემბერს, თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 74 წლისთავი აღინიშნა. ღონისძიებაზე, რომელსაც 600-მდე ადამიანი დაესწრო, სიტყვით გამოვიდნენ ჩინეთის სახალხო...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები