ავსტრალია – ჩინეთის, როგორც მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდ ეკონომიკაზე დამოკიდებულების მაგალითი
დღეს ჩინეთი მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. როცა ეკონომიკის ასეთ მასშტაბებზე ვსაუბრობთ, ზრდის ტემპის შემცირება ბუნებრივი პროცესია. აღნიშნულმა შენელებუმა ზრდამ კი ზეგავლენას იქონიებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც ჩინეთზე დამოკიდებულნი არიან ეკონომიკურად.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ავსტრალიაა, რომელიც აუცილებლად იგრძნობს პეკინიდან წამოსულ შოკურ ტალღებს. მიმდინარე სავაჭრო ომი აშშ-სთან კი ამ ტალღებს კიდევ უფრო აძლიერებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩინეთის ექსპორტი მოულოდნელი მაჩვენებლით, 4,4%-ით, ხოლო იმპორტი 7,6%-ით შემცირდა. ეს ყველაზე დიდი ვარდნაა ბოლო 2 წლის განმავლობაში. ისეთი მსხვილი კომპანიებიც, როგორიცაა Apple საკუთარი გაყიდვების შემცირებას სწორედ აღნიშნულ რყევებს უკავშირებენ.
წლის დასაწყისში, ბოლო 12 თვის მანძილზე მეხუთედ ჩინეთის ცემტრალურმა ბანკმა შეამცირა რეზერვებში არსებული თანხის ლიმიტი, რათა უფრო მეტი ფული გაიცეს სესხების სახით და ჩაეშვას ცირკულაციაში.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ ჩინეთი ავსტრალიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია“ – განაცხადა პოლ ბლქსჰემმა , რომელიც HSBC-ს წამყვანი ეკონომისტია.
და მაინც, რამდენად არის ავსტრალია ჩინეთზე დამოკიდებული?

LEAVE A REPLY