მარტი22 , 2024
კულტურააკრძალული ქალაქის საიდუმლოებანი BBC-ის ობიექტივში

[:ka]აკრძალული ქალაქის საიდუმლოებანი BBC-ის ობიექტივში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

საიდუმლოებით მოცული შუასაუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი საოცრება, აკრძალული ქალაქი BBC-ის დოკუმენტური ფილმების სიაში მოექცა. ფილმი, რომელიც  ჩინეთის Intercontinental Communication Center-სა და BBC-ის თანადაფინანსებით გადაიღეს, ტელეეკრანებზე  სახელწოდებით “ჩინეთის აკრძალული ქალაქის საიდუმლოებანი”  გამოვა.

აკრძალული ქალაქი, ყველაზე დიდი ხის სტრუქტურული ნაგებობაა დედამიწაზე, სიმდიდრისა და ძალაუფლების სიმბოლო, იმპერატორ იუნგლე-ს ბატონობის ხანაში აშენდა, მინგის დინასტიის პერიოდში (1368-1644). 178 ჰექტარზე გადაჭიმული ქალაქი შედგება 900 შენობა-ნაგებობისა და 9999 ოთახისგან.

BBC documentary reveals secrets of Forbidden City
იმპერატორი იუნგლე [ფოტო/Screen capture of Secrets of China’s Forbidden City]

როგორ აშენდა საინჟინრო საოცრება იმ ხანაში, რომელშიც მხოლოდ ელემენტარული ხელსაწყოები იყო ხელმისაწვდომი? როგორ გადაურჩა ნაგებობები 600 წლიან ომებსა და ბუნებრივ კატასტროფეფს?

BBC documentary reveals secrets of Forbidden City
ნანმუს სვეტი აკრძალულ ქალაქში [ფოტო/Screen capture of Secrets of China’s Forbidden City]

ნანმუ, უიშვიათესი ჯიშის ჩინური ხე სიმჭიდროვისა და სილამაზის გამო, ფართოდაა გამოყენებული აკრძალული ქალაქის შენობა-ნაგებობებში. ცნობილია, რომ ქალაქის მშენებლობისას სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთიდან 10000 ნანმუ გადმოზიდეს.

BBC documentary reveals secrets of Forbidden City
ნანმუს სვეტი აკრძალულ ქალაქში [ფოტო/Screen capture of Secrets of China’s Forbidden City]

უფრო მეტიც, 18 მილიონი 24 კგ-იანი ოქროს ფილა, რომელიც გვხვდება შენობებში, აკრძალულ ქალაქში ჩინეთის სხვადასხვა ადგილიდან ჩამოიტანეს.

BBC documentary reveals secrets of Forbidden City
აკრძალული ქალაქის ცენტრალური კიბე [ფოტო/Screen capture ofSecrets of China’s Forbidden City]

ცენტრალური კიბე იმპერატორ იუნგლეს ძალაუფლების სიმბოლოა. ხელით მოჩუქურთმებული 16 მეტრიანი შედევრი 300 ტონაზე მეტს იწონის. კიბის მშენებლობისას გამოყენებული მარმარილოს ფილები ქალაქიდან 60 კმ-ით დაშორებულ კარიერშია მოპოვებული.

BBC documentary reveals secrets of Forbidden City
ცენტრალური კიბის ფრაგმენტი [ფოტო/Screen capture of Secrets of China’s Forbidden City]

ზამთარში პეკინი იყინება. აქედან გამომდინარე, მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მარმარილოს ლოდები აკრძალულ ქალაქში სწორედ გაყუნული მდინარის მეშვეობით მოიტანეს.

BBC documentary reveals secrets of Forbidden City

პეკინი, მოგეხსენებათ, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. 600 წლის განმავლობაში აკრძალული ქალაქი 200-ზე მეტ დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩა. მათ შორის, მე-20 საუკუნის ყველაზე დიდ და დამანგრეველ თანგშანის მიწისძვრას. 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 1976 წელს მოხდა. თანგშანში მომხდარმა მიწისძვრამ 15 წამში ქალაქი მთლიანად გაანადგურა და დაახლოებით, 250000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თანგშანი დედაქალაქიდან 153 კილომეტრში მდებარეობს.

ქალაქ თანგშანისგან განსხვავებით აკრძალული ქალაქის ნაგებობები მიწისძვრის შემდეგ უმნიშვნელოდ დაზიანდა. ექსპერტთა ვარაუდით, ტრადიციული აღმოსავლეთ-აზიური არქიტექტურული სტილი ტოუკუნგი არის ის, რამაც აკრძალული ქალაქი დანგრევისგან იხსნა.

BBC documentary reveals secrets of Forbidden City
ტოუკუნგი (ფოტოზე ნაჩვენებია თეთრად) [ფოტო/Screen capture of Secrets of China’s Forbidden City]

ტოუკუნგი არის ნაგებობათა უმთავრესი ნაწილი, რომელზეც ეყრდნობა სახურავი. შენობის ეს ნაწილი რთული სტრუქტურული აგებულებით გამოირჩევა. ერთი შეხედვით, ის დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს, თუმცა ტოუკუნგი თავისი უნიკალური ფუნქციით ნაგებობათა სტრუქტურულ გასაღებს წარმოადგენს.

BBC documentary reveals secrets of Forbidden City
აკრძალულ ქალაქში არსებული ერთ-ერთი ნაგებობის მასშტაბური მოდელი [ფოტო/Screen capture of Secrets of China’s Forbidden City]

აკრძალული ქალაქის სეისმოლოგმა, გვარად ჭოუმ, ტრადიციული აღმოსავლეთ-აზიური არქიტექტურული სტილის, ტოუკუნგის სიმყარისა და გამძლეობის დასადგენად ერთ-ერთი შენობის მოდელი შექმნა. ხელოვნურად გამოწვეულმა მიწისძვრამ და შემდეგ ნაგებობაზე დაკვირვებამ წარმოაჩინა, რომ ტოუკუნგში არსებული საიდუმლო ერთი სიტყვით შეიძლება შეჯამდეს და ეს არის მოქნილობა.

BBC documentary reveals secrets of Forbidden City
კადრი დოკუმენტური ფილმიდან “აკრძალული ქალაქის საიდუმლოებანი” [ფოტო/Screen capture of Secrets of China’s Forbidden City]

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები