Home პოლიტიკა ახალგაზრდული ჰაბების შექმნის მიზნით ჩინეთი საქართველოს 50 მილიონ იუანს გამოუყოფს

[:ka]ახალგაზრდული ჰაბების შექმნის მიზნით ჩინეთი საქართველოს 50 მილიონ იუანს გამოუყოფს[:]

0
4315

[:ka]ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტს დააფინანსებს.
აღნიშნულ ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს მთავრობებს შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ხელი 8 მაისს მოეწერა.
როგორც შეთანხმებაშია აღნიშნული, ჩინეთის მთავრობა თანახმაა უსასყიდლო დახმარების სახით, საქართველოს მთავრობას ჯანსაღი ცხოვრების წესის, მეწარმეობისა და ინოვაციების და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით რეგიონებში ახალგაზრდული ჰაბების შექმნის პროექტის დასაფინანსებლად 50 მილიონი იუანი გამოუყოს.

„კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავიანთ სახელზე ჩანაწერების წიგნში გახსნიან ანგარიშს ჟენმინბიში (ჩინეთის ვალუტა), რომლისთვისაც არ იქნება გადასახდელი პროცენტი და საკომისიო, მოკლე დასახელებით „საგრანტო დახმარების ანგარიში №2017/1“, რათა აღრიცხონ გადახდები აღნიშნული უსასყიდლო დახმარების ფარგლებში და დახმარების ფარგლებში განხორციელებული ჩამორიცხვების განმავლობაში მართონ დაანგარიშების პროცედურები კორპორაცია ჩინეთის განვითარების ბანკის შესაბამისი ოპერაციული პროცედურების შესაბამისად და ჰქონდეთ რეგულარული კავშირი ანგარიშის გამოყენებასთან დაკავშირებით,“- ნათქვამია შეთანხმებაში.[:]

NO COMMENTS