მარტი22 , 2024
პოლიტიკადიპლომატიასაქართველოს ვიცე-პრემიერი ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება

საქართველოს ვიცე-პრემიერი ოფიციალური ვიზიტით პეკინში იმყოფება

-

- Advertisment -spot_img

[:ka]საქართველოს ვიცე-პრემიერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისმინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ჩინეთში, ქალაქ პეკინში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მაია ცქიტიშვილმა მონაწილეობა მიიღო “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ფორუმში და სიტყვით გამოვიდა “ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონალურ ფორუმზე”.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროში მაია ცქიტიშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრი ლი სიაოპენგი ხელს მოაწერენ 2019 წლის 5-6 მარტს მხარეების მიერ პარაფირებულ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის საერთაშორისო სახმელეთო ტვირთების გადაზიდვისა და მგზავრთა ტრანსპორტირების შესახებ“.  – ვკითხულობთ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

ამას გარდა, დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამშენებლო კორპორაციის თავმჯდომარესთან.  ვიზიტისას განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდება საქართველოს ეკონომიკურ და სავაჭრო პოტენციალზე და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიდგომებსა და გეგმებზე.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე.

ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა თავის  “ერთი სარტყელი, ერთი გზის” ფორუმზე სიტყვით გამოსვლაში ხაზი გაუსვა ფორუმის მნიშვნელობას, როგორც მისი მონაწილე ქვეყნებისთვის, ისე – საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენებისათვის.

ვიცე-პრემიერმა ისაუბრა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის მნიშვნელობაზე აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების გაძლიერების და სამეწარმეო საქმიანობისთვის  ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით.

„საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივას და აქტიურადაა ჩართული მის განვითარებაში. შეგახსენებთ, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც 2015 წლის მარტში პირველებმა მოაწერეს ხელი  „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარების თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ამ ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაძლიერების და მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების უპრეცენდენტო მექანიზმად. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის იანვარში  ძალაში შევიდა ჩინეთსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის  შესახებ. მე ვამაყობ, რომ დღეს საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობს როგორც ევროკავშირთან (DCFTA), ისე ჩინეთთან,“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე რეგიონში. მან აღნიშნა, რომ ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მდებარეობის, კარგად განვითარებული სატრანსპორტო და საბაჟო ინფრასტრუქტურის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი პოლიტიკის, ძლიერი გარე სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო მიისწრაფვის გახდეს უმოკლესი და უსაფრთხო მარშრუტი ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების მიმოქცევისთვის.

ვიცე-პრემიერმა მოუწოდა ფორუმის ყველა მონაწილეს 2019 წლის ოქტომბერში დაესწრონ აბრეშუმის დიდი გზის მესამე ფორუმს თბილისში. მან მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხარეს და განსაკუთრებით, სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს მოწვევისა და მასპინძლობისთის.

„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ – ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა.  მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა.

სხვა საკითხებთან ერთად, საკუთარ გამოსვლაში მაია ცქიტიშვილმა დიდი დრო დაუთმო საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების განვითარების მნიშვნელობას. მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიულ რეგიონულ  ცენტრად და მსოფლიო ეკონომიკის ნაწილად ჩამოყალიბების მიზნით, საქართველომ ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო ასეთი ზონების შექმნაზე ფიქრი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება უცხოური კომპანიების საქმიანობის გააქტიურებას ქვეყნის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში, რათა მათ დადგენილი შეღავათების გამოყენებით, 2.3 მილიარდიანი ბაზრით ისარგებლონ.

ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოში ამჟამად სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის მქონე 5 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მოქმედებს.

„სავაჭრო ურთიერთობების პოტენციალის მეტად გამოყენების მიზნით, საქართველო-ჩინეთს შორის 2017 წელს გააფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი ეკონომიკური ზონების განვითარების შესახებ. ასეთი ზონები ეხმარება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, სამეწარმოე პოტენციალის  და სამეწარმეო  კლასტერების განვითარებას. ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ზონების განვითარება მნიშვნელოვანია აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებისთვის, ახალისებს მეწარმეებს, რაც თავის მხრივ ააქტიურებს ეკონომიკური საქმიანობის ბევრ სექტორს, ქმნის მეტ სამუშაო ადგილს და საერთო ჯამში, ხელს უწყობს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები