თავისუფალ უნივერსიტეტში “ჩინური ენის ხიდის” შესარჩევი კონკურსი გაიმართება

0

დღეს, 12 ივნისს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში სტუდენტურ „ჩინური ენის ხიდის“ შესარჩევი კონკურსი გაიმართება.

“ჩინური ენის ხიდი” საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის ჩინური ენისა და კულტურის მცოდნე საუკეთესო სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ფინალი იმართება ჩინეთში, სადაც საუკეთესო მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი გახდება გამარჯვებული.

შესარჩევ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენითა და კულტურით დაინტერესებული სტუდენტები ჩინურ ენაზე სიტყვით გამოვლენ, წარადგენენ მხატვრულ ნომრებს და კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუმრებს გაუზიარებენ თავინთ ცოდნას ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ. გამარჯვებული გაემგზავრება ჩინეთში „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსის ფინალურ ეტაპზე და საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მეორე ადგილზე გასულ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, გაემგზავროს ორკვირიან საზაფხულო ბანაკში.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერისტეტის კონფუცის ინსტიტუტი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში.

კონკურსის ფარგლებში ასევე გაიმართება თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის იეროგლიფების კონკურსისა და სასკოლო ოლიმპიადის „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ დაჯილდოების ცერემონია, ასევე ისიამოვნებთ საინტერესო კულტურული ნომერებით.
ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

LEAVE A REPLY