მასწავლებლის დღე

თამარ ქვლივიძე

0

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მასწავლებლის სოციალური სტატუსი (განსაკუთრებით, უნივერსიტეტში მოღვაწე პედაგოგებისა) ძალიან მაღალია. საზოგადოება დიდ პატივს სცემს მათ, ვინაიდან გააზრებული აქვს ამ პროფესიის მნიშვნელობა.

10 სექტემბერს ჩინეთში მასწავლებლის დღეს აღნიშნავენ (ჩინ.: 教师节 „ძიაოშ’ ძიე“), ამ დღეს ეროვნული დღესასწაულის სტატუსი 1985 წლიდან მიენიჭა, თუმცა, მასწავლებლის დღე აქ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან აღინიშნებოდა.

უძველესი ტრადიციით, ამ დღეს მოწაფეები თავიანთ პედაგოგებს ფეხს ჰბანდნენ, რითაც გამოხატავდნენ თავმდაბლობასა და სურვილს, რომ დამორჩილებოდნენ მასწავლებლებს.

დღესდღეობით სტუდენტები ყვავილებისა და საჩუქრების მირთმევით გამოხატავენ თავიანთ მადლიერებას. ზოგჯერ ამ ყველაფერს თან ერთვის მცირე დადგმები (მოწაფეები უმღერიან, ცეკვავენ, წარმოდგენას მართავენ მასწავლებლებისთვის).

ეს დღე აღინიშნება ჰონგკონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონშიც. ამ დღეს სკოლის ადმინისტრაცია საზეიმოდ ავლენს წლის ყველაზე გამორჩეულ მასწავლებელს; ამას გარდა, ბეჭდავს ღია ბარათებს, რომლებზეც სტუდენტები თავიანთ კეთილს სურვილებს წერენ და ყვავილებთან ერთად უძღვნიან მასწავლებლებს.

LEAVE A REPLY