მარტი28 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ონლაინშოპინგი - თანამედროვე ჩინური საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

ონლაინშოპინგი – თანამედროვე ჩინური საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

თამარ ქვლივიძე

-

- Advertisment -spot_img

ბოლოს წლებში ჩინეთის ბაზარზე განსაკუთრებით გაიზარდა ონლაინგაყიდვების რიცხვი. ამაში უმთავრესი წვლილი მიუძღვის კომპანია „ალიბაბას“ და მის შვილობილ კომპანია „თაოპაოს“.

„ალიბაბა“ 1999 წელს ჯეკ მამ (ჩინ.: 马云 მა იუნ) დააარსა. ჯეკ მა ინგლისურის მასწავლებელი იყო, თავდაპირველად სათარჯიმნო ბიურო დააარსა. მოგვიანებით, საოცნებო შემოთავაზება მიიღო – ამერიკაში მივლინებით წასვლა. ამერიკაში ყოფნისას შედგა მისი პირველი შეხვედრა ინტერნეტთან. მაშინვე სცადა, მოეძიებინა ინფორმაცია ჩინეთის შესახებ, თუმცა, ვერაფერი იპოვა. მას შემდეგ მან მიზნად დაისახა, რომ გაეკეთებინა „ჩინური გვერდები“ და ინტერნეტსივრცეში ჩინურენოვანი/ჩინეთის შესახებ წყაროები განეთავსებინა. თუმცა ჩინეთის უწყებები და საზოგადოება 1995 წელს არ იყო მზად იმისთვის, რომ მიეღო ჯეკ მას იდეები.

ჯეკმა გადაწყვიტა, რომ შეექმენა სივრცე, სადაც ბიზნესსა და ბიზნესს, პროდუქტსა და მომხმარებელს შორის პირდაპირი კავშირი იქნებოდა. 2003 წელს „ალიბაბას“ ჯგუფმა დაარსა „თაოპაო“ – ონლაინმაღაზია. 2016 წლის მონაცემებით, მაღაზიაში 1 მილიარდზე მეტი დასახელების პროდუქტი იყო დარეგისტრირებული. 

2018 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობამ 576 მილიონ ადამიანს მიაღწია. „თაოპაოს“ წარმატება იმან განაპირობა, რომ ამ ონლაინპლატფორმის საშუალებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ პირდაპირ პროდუქტის მწარმოებლებთან იქონიონ კომუნიკაცია; ხელშემწყობი ფაქტორი გახლდათ ისიც, რომ შერჩეული პროდუქტი ძალიან მალე (2-3 დღეში, მყიდველსა და გამყიდველს შორის მანძილის შესაბამისად) მიდის მომხმარებელთან. ამ პროცესს ისიც ამარტივებს, რომ პროდუქტი სპეციალურ სათავსოებში ინახება, რომლებიც თითქმის ყველა უბანშია განთავსებული. მომხმარებლები კოდის საშუალებით იღებენ საკუთარ პროდუქციას.

გარდა „თაოპასა“, ბოლო წლებში ჩინეთში უამრავი ახალი ონლაინგაყიდვების კომპანია გამოჩნდა, რომელთაც ჩინელები, ძირითადად, საკვების/სასმლის შესაკვეთად იყენებენ („მეითუან ვაიმაი“ (ჩინ.: 美团外卖), „ელამა“(ჩინ.: 饿了么), ეს აპლიკაციები განსაკუთრებული პოპულარობით ახალგაზრდებში სარგებლობენ.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები