აპრილი15 , 2024
ბიზნესისი ფინანსურ სექტორს მომსახურების გაუმჯობესებისაკენ მოუწოდებს

[:ka]სი ფინანსურ სექტორს მომსახურების გაუმჯობესებისაკენ მოუწოდებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]პეკინში გამართულ  ეროვნულ ფინანსურ სამუშაო კონფერენციაზე (National Financial Work Conference), ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა ფინანსურ სექტორს ეკონომიკის უკეთ მომსახურებისაკენ მოუწოდა.

სიმ განაცხადა, რომ ფინანსური სექტორის ვალდებულება და მთავარი ამოცანა ეკონომიკის სამსახურში ყოფნაა. სწორედ ეს არის ფინანსური რისკების თავიდან აცილების ფუნდამენტური გზა. ფინანსურმა სექტორმა უნდა გააუმჯობესოს მომსახურების ეფექტურობა და ხარისხი, ასევე უნდა შექმნას უფრო მეტი რესურსი მსხვილი და მცირე ეკონომიკის განვითარებისთვის.

პირდაპირი დაფინანსების გაუმჯობესება პრიორიტეტული იქნება, ხოლო ირიბი დაფინანსების სტრუქტურა უნდა მიემართოს სახელმწიფო ბანკების, აგრეთვე მცირე და საშუალო ზომის ბანკებისა და კერძო საფინანსო ინსტიტუტების განვითარებისკენ, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა. რაც შეეხება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, მათ მხარდასაჭერად შემუშავდება ინკლუზიური დაფინანსების მექანიზმი.

სიმ ფინანსურ ინსტირუტებს საოპერაციო ხარჯების შემცირებისკენაც მოუწოდა და დასძინა, რომ ეკონომიკის დაფინანსების ხარჯების შემცირება შუამავლობით არის შესაძლებელი.

როგორც ცნობილია, ეროვნული ფინანსური სამუშაო კონფერენცია ოფიციალურად შაბათს, 15 ივლისს დასრულდა. კონფერენცია, პეკინში, 1997 წლიდან ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. განხილვის მთავარ თემას კი ფინანსური რეფორმები წარმოადგენს.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები