მარტი28 , 2024
ახალი ამბებირობოტი პატრული ხელს უწყობს კოროვირუსთან ბრძოლას

რობოტი პატრული ხელს უწყობს კოროვირუსთან ბრძოლას

-

- Advertisment -spot_img

კუანგტუნგი (გუანტუნი) პროვინციის ქალაქ კუანგჭოუში (გუანჭოუ) გამოჩნდა რობოტი, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს ადამიანთა სხეულის ტემპერატურა ხუთი მეტრის დაშორებით. ის პირველი რობო პატრულია ჩინეთში, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, რათა დაეხმაროს ქვეყანას ახალ კორნავირუსთან ბრძოლაში.

5G სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიის საშუალებით, რობოტს აქვს ინფრაწითელი თერმომეტრი და შეუძლია შეამოწმოს ერთდროულად 10 ადამიანის ტემპერატურა.

მას ასევე შეუძლია განსაზღვროს, ატარებს თუ არა გამვლელი ნიღაბს, როგორც ამას უსაფრთხოების წესები მოითხოვს. მაღალი ტემპერატურის ან ნიღბის უქონლობის შემთხვევაში ირთვება სიგნალიზაცია.

საპატრულო რობოტები, GOSUNCN Group Co-ს მიერ იქნა შემუშავებული Guangzhou Development District-ში, 2016 წელს მოხვდნენ ბაზარზე, კომპანიამ ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე შეიმუშავა ახალი პროგრამები და რობოტები ვირუსთან საბრძოლველად მომართა.

კომპანიამ ვირუსის კონტროლისთვის რობოტები ქვეყნის უამრავ დიდ ქალაქში გაგზავნა, რათა ხალხი უსაფრთხოდ დაუბრუნდეს სამუშაო ადგილებს გაზაფხულის ფესტივლის არდადეგების შემდეგ.

კომპანიამ ასევე ხმარებაში ჩაუშვა პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ადვოკატსა და კლიენტს შორის დისტანციური შეხვედრების ჩატარებას, ასევე პოლიციელის მიერ დისტანციურად დაკითხვას – სიტუაციებს, რომელშიც ადამიანი ჩვეულებრივ, ნიღბებს არ ატარებს, მაგრამ ნიღბის უქონლობა ეპიდემიის დროს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები