მარტი27 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019საზოგადოებრივი ველოსიპედების კულტურა ჩინეთში

საზოგადოებრივი ველოსიპედების კულტურა ჩინეთში

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა მილიარდიანი ჩინეთის ერთ-ერთი ხიბლია, რომელიც არასოდეს არ ქმნის გადაადგილების უხერხულობას. ეს კი მრავალფეროვანი გადაადგილების საშუალებების მეშვეობით არის განპირობებული, მათ შორის კი ერთ-ერთი ეკოლოგიურად სუფთა და სწრაფი ტრანსპორტი-ველოსიპედია. ჩინეთში საზოგადოებრივი ველოსიპედების კულტურაა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ დროსა და ადგილზე არის შესაძლებელი.

მოქალაქეს საშუალება აქვს საკუთარ ტელეფონში ჩამოტვირთოს მობილური აპლიკაცია, დარეგისტრირდეს, გადაიხადოს ველოსიპედის დეპოზიტი, რომელიც დაზიანების შემთხვევაში ავტომატურად გაჭრის თანხას დეპოზიტიდან და შემდგომ უკვე დაიწყოს ველოსიპედის გამოყენება.

აღნიშნული სისტემა ძალიან კომფორტულია ვინაიდან ველოსიპედის გაჩერება ნებისმიერ ადგილზეა შესაძლებელი და არ მოითხოვს მის უკან დაბრუნებასა თუ მის სპეციალურ ადგილზე დაპარკინგებას. შესაძლებელია გამოიყენო ველოდიპედი და მგზავრობის დასრულების შემდეგ რამდენიმე კილომეტრში დააყენო, სადაც მომხარებელს მოუხერხდება. რეალურად საკმაოდ რთულია ქუჩაში ვერ იპოვო თავისუფალი ველოსიპედი, ვინაიდან ჩინეთში ქუჩების უმრავლესობა სწორედ საზოგადოებრივი ველოსიპედებითაა სავსე.

მიუხედავად ამისა აპლიკაციის გახსნისას მოცემულია რუკა, რომელიც აჩვენებს უახლოესი ველოსიპედი თქვენგან რამდენი მეტრის მოშორებითაა დაყენებული, რათა შეძლოთ მისი გამოყენება. თავად მგზავრობის თანხა საკმაოდ სიმბოლურია და საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის არის ხელმისაწვდომი.

დღეისათვის ჩინეთში ორი ყველაზე დიდი ველოსიპედების გამქირავებელი კომპანიაა, ესენი არიან: Mobike  და ofo. Mobike-ს უკვე ჰყავს 7 მილიონზე მეტი ველოსიპედი და 200 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი. რაც შეეხება ofo-ს მას დახლოებით 10 მილიონამდე ველოსიპედი ჰყავს და 62.7 მილიონი მომხმარებელი.

გარდა ამისა, დღეისთვის საკმაოდ პოპულარულია კომპანია Bluegogo-ს ველოსიპედები, ვინაიდან მისი გამოყენება სპეციალური აპლიკაციის გარეშე, მხოლოდ WeChat აპლიკაციის მეშვეობითაა შესაძლებელი.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები