სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი გამოფენას გამართავა

0

2018 წლის 28 დეკემბერს, 15:00ს-თზე, სასტუმრო რედისონში ჩატარდება პრესკონფერენცია და სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის ქართული პროდუქციის გამოფენა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ქ-ნი ნინო ჩიქოვანი და და ამავე პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში, გუანდუნის პროვინციაში ბ-ნი ბექარ მიქაბერიძე შეხვდებიან ქართული კომპანიის წარმომადგენლებს, რომელთა პროდუქციაც ჩინეთში, იანვარში გახსნილ სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლში გაიყიდება. იანვრის თვეში, თხუთმეტი კომპანიის პროდუქცია კონტეინერით გავა ბათუმის პორტიდან ჩინეთის მიმართულებით. ეს კომპანიები არიან: ქართული ნაციონალური პროდუქტი, კახური ტრადიციული მეღვინეობა “ნენა”, ნუგბარი, ქარელის ხილი, მინერალური წყალი, ქართული ზეთისხილის ზეთი, თაფლის ჭაჭა, შპს დეზი, ზეარისი, ქართული ლეგენდა “რირავო”, ქართული ლიმონათი და სხვა. აღნიშნულ პრესკონფერენციაზე განიხილება სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის როლი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური, კულტურული და პილიტიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. აღნიშნული პროექტი უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩინეთის ბაზარზე ქართული პროდუქცია თავისი მრავალფეროვანი ასორტიმენტით პირველად წარდგება.
კონფერენციის მედია დაფარვას უზრუნველყოფს ტელევიზიების: იმედისა და მაესტროს ბიზნეს სიახლეების რედაქცია და საინფორმაციო გადაცემა ქრონიკა.

LEAVE A REPLY