საუნივერსიტეტო ცხოვრება ჩინეთში

თამარ ქვლივიძე

0

ბოლოს წლებში ბევრი ქართველი სტუდენტი მიემგზავრება ჩინეთში სასწავლებლად. ამ ტენდენციას დიდ მხარდაჭერას უწევს ჩინეთის სახელმწიფო, რომელიც ყოველწლიურად საქართველოს მოქალაქეებისთვის 20 სტიპენდიას გამოყოფს. ამ სტატიაში ქართველი სტუდენტის თვალით დანახულ ჩინურ საუნივერსიტეტო ცხოვრებას გაგაცნობთ.

ჩინურ უნივერსიტეტებს, როგორც წესი, საკუთარი კამპუსი აქვთ: ერთ სივრცეში მოთავსებული სასწავლო თუ სხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებით. ამგვარად, უნივერსიტეტს საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავია. მაგალითისათვის, ცინგხუას უნივერსიტეტს 3 290 000 კვადრატული მეტრი უკავია. უნივერსიტეტს 20 ფაკულტეტი და 59 დეპარტამენტი აქვს.

2018 წლის მონაცემებით, სტუდენტების საერთო რაოდენობამ ცინგხუას უნივერსიტეტში 62 000-ზე მეტს მიაღწია. მათი უმრავლესობა კამპუსშივე ცხოვრობს. გარდა ბიბლიოთეკების, საკონფერენციო დარბაზებისა და ადმინისტრაციული თუ სასწავლო შენობებისა, უნივერსიტეტში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობაა: საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრი, სასადილო შენობების რაოდენობა აღემატება 16-ს, არის 10-მდე კაფე, მაღაზია, 3 საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები, კალათბურთის, ჩოგბურთის, ბადმინტონის, ფეხბურთის, ფრენბურთის და ა.შ. მოედნები. აგრეთვე, მუსიკალური ინსტრუმენტების დარბაზები. უნივერსიტეტში ფუნქციონიერბს 50-ზე მეტი სტუდენტური კლუბი თუ ასოციაცია. ეს ყოველივე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლის გარდა კამპუსიდან გაუსვლელად დაკავდნენ კლასგარეშე აქტივობებით.

ამგვარად, საუნივერსიტეტო ცხოვრება ჩინეთში ძალიან მრავალფეროვანია, სავსეა სიახლეებითა გამოწვევებით.

LEAVE A REPLY