Home ბიზნესი ”სწორი ინფორმაციის ფლობა ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია”- ირინა მჭედლიძე

[:ka]”სწორი ინფორმაციის ფლობა ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია”- ირინა მჭედლიძე[:]

0
5355

[:ka]

მაშინ, როდესაც საქართველოში ჩინური კულტურისა და სამზარეულოს შესახებ არაფერი იცოდნენ, ის იყო ადამიანი, რომელიც ფიქრობდა თუ როგორ შეეთავაზებინა ქართველებისთვის სრულიად უცნობი, განსხვავებული გემოს, ეგზოტიკური სამზარეულო. ბევრი შრომისა და მონდომების შემდეგ, მან მიზანს მიაღწია და წლების განალობაში პოპულარული ჩინური რესტორნების ქსელის “სიანგანი” და “პიკასო” მფლობელი იყო. ჩინური რესტორნების გარდა, ასევე ფლობდა ქართულ და კავკასიურ რესტორნებსაც, რომლებიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველებსა და უცხოელ ტურისტებს შორის.

სინომედიასთან ინტერვიუში წარმატებულმა ბიზნეს ქალბატონმა, ირინა მჭედლიძემ რესტორნების ბიზნესის ისტორიაზე, თავისებურებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დაახლოებით 19 წლის წინ, ჩვეულებრივად დავიწყე მუშაობა მიმტანის ვაკანსიაზე. მაშინ პირველად მქონდა შეხება ჩინურ რესტორანთან და ჩინურ კულტურასთან,  სირთულეებთან იყო დაკავშირებული სამუშაო იქედან გამომდინარე, რომ ენა უცხო იყო, 2 წლის მანძილზე  ვისმენდი ჩინურს და ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ მესაუბრა. შემდეგ მოხდა ისე, რომ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, ჩემმა მაგობარმა დიდი რჩევის შემდეგ, მომკიდა ხელი და მიმიყვანა ინსტიტუტში, გურამ ჩიქოვანთან შეხვედრის შემდეგ, მან მირჩია ჩამებარებინა გამოცდები, ჩაბარების შემდეგ გავხვდი აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტი. იყო სირთულეები, რადგან კულტურაში მეტი ინფორმაცია მქონდა, ვიდრე დანარჩენებს. გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო მეტი სამუშაოს ჩატარება მომიწია იმ მხრივ, რომ რაც სიტყვები ვიცოდი უკან უნდა დავბრუნებულიყავი და წერით, იეროგლიფებით უნდა მესწავლა.

იმ პერიოდში ჩინური კულტურა და სამზაურეულო არ იყო საქართველოსთვის ცნობილი და საინტერესო. ჩინურ რესტორანს უყურებდნენ ადგილს, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეგზოტიკური კერძები, ქართველებისთვის ყოვლად მიუღებელი იყო ჩინური კერძები და ყველა გარბოდა, უცხოელების გარდა.

ამიტომ ჩინურ რესტორანს მაშინ ძირითადად უცხოელები, სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მათ ქვეყანებში ჩინური სამზარეულო პოპულარულ და მოთხოვნად ადგილად ითვლებოდა.

ეს ყველაფერი შეცვალა პერიოდმა, მოხდა ბუმი ჩინური კულტურის, როცა ქართველებმა საქართველოს საზღვრებს გარეთ ევროპასა და აზიაში დაიწყეს მოგზაურობა და ნახეს, რომ ევროპაში დიდ პატივს სცემენ, დიდი გავლენა აქვს  ჩინურ კულტურას სხვა ქვენებზე და ძალიან ფეხმოკიდებულია სხვა ქვეყნებში.

ქართველები ძირითადად პეკინში და ურუმჩიში მოგზაურობდნენ, როცა ახლა სხვა ქალაქებსაც სტუმრობენ.

ჯერ იყო პიკასო, სადაც გავხდი მენეჯერი, მენეჯერობის შემდეგ გავხდი დირექტორი, შევქმენი ოჯახი, შემდეგ იყო რესტორანი სიანგანი, რომელიც პარტნიორებთან ერთად გავაკეთე. თავიდან არსებობდა გარკვეული შიშები თუ როგორ უნდა შეგვეთავაზებინა ქართველი მომხმარებლისთვის ეს ეგზოტიკური კერძები. შემოვიღეთ პეკინური იხვი, რომელიც ნეიტრალური პროდუქტია, თან სიახლე და ისე მოხდა, რომ გავხდით პოპულარული. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი წარმატების მიზეზი გახდა ეს კერძი. ამის შემდეგ, დაემთხვა პერიოდი, როცა უფრო ღრმავდებოდა ინტერესი ჩინეთის მიმართ. ნელ – ნელა იმატა იმ ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც ჩინური კულტურითა და სამზარეულოთი იყვნენ დაინტერესებულნი. სამზარეულო იყო ჩინური, მაგრამ ქართველების გემოს მოვარგეთ. მარილიანი, კარგად შემწვარი, სუნელებით, ერთგვარი შერწყმა გავაკეთეთ. მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყველაფერს. საერთოდ კვების სფეროში, რომელი კუთხის სამზარეულოც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია თითოეული დეტალი და თითოეული ნიუანსი. თუ არ იქნა გათვალისწინებული ყველა წვრილმანი, ფაქტობრივად, საქმე შეუძლებელია აქციო წარმატებულად. ამიტომ სჭირდება დიდი ძალისხმევა, მოთმინება და თითოეული საქმე გიჩვენებს, რა სჭირდება მას. სწორედ ჩინელებთან ურთიერთობამ ითამაშა დიდი როლი ჩემთვის ნებისყოფის და შრომის მოყვარეობის გამომუშავებაში.Image may contain: 2 people, people standing

პეკინური იხვი

ამ კერძის შემოღება რომ გავდავწყვიტეთ ნიშა იყო ის, რომ ის უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც მზადდება ჩინეთში. ამიტომ ჩვენ გვყავდა მოწვეული სპეციალურად მზარეული პეკინიდან, რომელმაც ჩამოიტანა სქემა შესაბოლი ღუმელის, რომელიც ამ სქემის მიხედვით უნდა ყოფილიყო აგებული. მთავარი მასში შიგნითა მხარეა და არა გარეგნული, რომელიც შემდეგ განაპირობებს იხვის სწორად შებოლვას. გარდა ამისა, სპეციალური ჯიშის იხვი „небесная утка“ რომელიც ხდება თვე – თვე ნახევარში ორ კილო ნახევარი, იხვი არ მოძრაობს, ზის ერთ ადგილას და მხოლოდ იღებს საკვებს. აჭმევენ სპეციფიურ საკვებს, რათა მისი ცხიმი სწორად განაწილდეს და შებოლვის შემდეგ ცხიმი არ დარჩეს, რადგან სწორედ საკუთარი ცხიმის ხარჯზე იბოლება. მზადდება სპეციალური მინარევები, სოუსი, მინარევები, სუნელების რომელშიც იდება ეს იხვი. ორი დღე ამყოფებენ ამ სოუსში და შემდეგ აშრობენ. აშრობენ იმისთვის, რომ კანში რაც შეიწოვა, გამოვიდეს კანის ზედაპირზე. მინარევებში მხოლოდ მცენარეული პროდუქტებია. შემდეგ ხდება მისი შებოლვა ვაშლის შეშაზე. იბოლება ცხიმისა და მინარევების ხარჯზე. შებოლილი იხვის კანი არის მტვრევადი და ძალიან არომატული. საერთოდ პეკინურ იხვში ყველაზე არომატულად სწორედ მისი კანი ითვლება, ამიტომ ისინი ხორცსა და კანს ერთმანეთისგან აცალკევებენ.

სტუმართათვის იხვის მირთმევა რამდენიმე სახით ხდება. პირველი ეტაპი არის შემდეგი: იჭრება თქვენს თვალწინ და ხდება გამოცხობა ბრინჯის ფირფიტების, ასევე საჭიროა კიტრი, ხახვი და სპეციალური სოუსი, რომელიც მხოლოდ პეკინური იხვისთვის გამოიყენება. იხვის დანარჩენი ნაწილებით მზადდება წვნიანი, რომელიც ძალზედ სასარგებლოა ან კიდევ მშრალად ხდება მისი შეწვა სუნელებთან ერთად და არის ძალიან სასიამოვნო და კრატუნა გემოსი. მოგეხსენებათ იხვი ქოლესტერინის მატარებელია. მომზადების ეს პროცესი კი მთლიანად გამოდევნის ქოლესტერინს მისგან და ამიტომაც პეკინური იხვის ხორცი სასარგებლოა. ჩინურ სამზარეულოში არსებობს მსგავსი კერძი, რომელსაც უწოდებენ ძოხვა’ძის, რომელიც ოდნავ განსხვავებულად მზადდება. იქაც არის სპეციალური ქათამი, რომელიც წინასწარ იდება სუნელებში, მერე აშრობენ, ახვევენ ლოტუსის ფოთოლში და გარედან უკეთებენ თიხის კარკასს და დებენ ცეცხლზე რათა შეიბოლოს. მომზადების შემდეგ ამ თიხას ამტვრევენ და ეს ქათამიც მასთან ერთად იშლება ნაწილებად. მისი კანი და ხორცი ცალ – ცალკე მიდის. ამის მთლიანი თვისება და საოცრება მისი მომზადების პროცესია. მოგეხსენაბათ

ჩინეთი უძველესი ცივილიზაციის მატარებელია და სამზარეულო კი მათი კულტურის უდიდესი ნაწილი, კვებისადმი მიდგომა ჩინელებს ძალიან მაღალ დონეზე აქვთ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, თვლიან, რომ ადამიანებისთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე საკვებია, რადგან თუ ადამიანმა სწორედ იკვება და განავითარა სწორად საკუთარი ცხოვრება, შესაბამისად შეძლებს დიდხანს სიცოცხლეს, შეძლებს დიდხანს იცხოვროს და იშრომოს. აქედან გამომდინარე საკვები არის ნომერ პირველი მათთვის.

რესტორნები საკვების ინგრენდიენტებს სპეციალურად იძენენ ჩინეთიდან მშრალი სახით და შემდეგ ხდება მზარეულების მიერ მათი გადამუშავება და მომზადება. გარდა ამისა ჩინური რესტორნების შემდეგ გვაქვს ქართული სამზარეულო „ჩაკრულო“. დღეს სხვა ბრენდით მუშაობს. შემდეგ იყო „სეიდაბადი“ და შემდეგ უკვე მეფეთუბანი. მომავალში კიდევ ბევრი სხვა სერიოზული გეგმა გვაქვს.

გუმბაო და ბრინჯი, ცხარე მჟავე წვნიანი, თერიაქი, კრევეტები, მიდიები, პეკინური იხვი, ლაფშა და ჩინური პილმენები ქართველების საყვარელი კერძებია. ყველაზე ეგზოტიკურად კი ზღვის პროდუქტები და ჩინური არაყი ითვლება, რომელიც სხვადასხვა ინგრენდიენტებისგან შედგება. ასევე ძალზედ პოპულარულია ჩინური ლუდი.

პიკასო და სიანგანი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ვინაიდან პიკასო ითვლება უფრო შინაურულ გარემოდ. პიკასოში ძირითადად პეკინურ სტილზეა გაკეთებული აქცენტი. ხოლო სიანგანი ჰონგ – კონგურია, აქ ზღვის პროდუქტებსა და ეგზოტიკურ კერძებზეა გაკეთებული აქცენტი. თან სანელებლების ჯგუფი განსხვავდება და განსხვავებულად ზავდება. მოგეხსენებათ ჩინეთის სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული გემო აქვს ერთი და იგივე კერძს და არა მხოლოდ კუთხეში. ამ განსხვავების დანახვა ქალაქის ორ სხვადასხვა რესტორანშიც იოლად შეიმჩნევა. ერთადერთი არ იცვლება მისი ძირითადი ინგრენდიენტები.

მე ვთვლი, რომ სიანგანი და პიკასო ითვლება ისტორიის მატარებელ რესტორნებად. თუ რაიმე ღირსშესანიშნავი სიტუაცია ყოფილა საქართველოში ამ რესტორნებმა გამოიარეს. მე ვთვლი, რომ აქამდე ამ ყველაფერს არ ვაკვირდებოდი ახლა კი ძალიან მიხარია, რომ მათ ბედზე და განვითარებაზე რაღაც წვლილი მიმიძღვის. გახსნის დღიდან ჩვენ რესტორნებისთვის ყოველთვის ჩინელი მზარეულები ამზადებენ კერძებს. ვითვალისწინებთ ასევე ჩვენს ქართველ მომხმარებელს, შეთავაზება უნდა მოხდეს მათი გემოვნებიდან, სურვილებიდან გამომდინარე და ამიტომ ჩვენი პერსონალი არის დატრენინგებული იმაზე, რომ შესაბამისად შესთავაზონ სტუმარს და მომსახურეობა იყოს მაღალ დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად განახლდეს და სწორად მივუდგეთ. მე ვთვლი, რომ რესტორნები ბრენდებად ითვლება, რადგან ამდენი წელი შევინარჩუნეთ მათი სახელი და პოპულარობა.

სამომავლო გეგმები

სამომავლო გეგმებში ბევრი საინტერესო პროექტი მაქვს, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ, ძალიან მალე აუცილებლად უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ პროექტებზე.

სინომედიის მკითხველს ვუსურვებ წარმატებას, მინდა აღვნიშნო, რომ სწორი ინფორმაციის ფლობა ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიხარია, რომ არსებობს ამგვარი მედია პლატფორმა – სინომედია, რომელიც უფრო სიღრმისეულად აშუქებს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს, კერძოდ ბიზნეს სექტორს და ინოვაციებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.  მინდა სინომედიას წარმატება და გაფართოება ვუსურვო!

[:]

NO COMMENTS