Home Projects ფოტოკონკურსი თემაზე “მრავალფეროვანი ჩინეთი”

[:ka]ფოტოკონკურსი თემაზე “მრავალფეროვანი ჩინეთი” [:]

0
77

[:ka]

ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U ერთობლივად ფოტოკონკურსს თემაზე „მრავალფეროვანი ჩინეთი“ატარებს.

კონკურსი “მრავალფეროვანი ჩინეთი” არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.

მსურველებს მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფები, შეუძლიათ გააგზავნონ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ.

​კონკურსი შედგება 5 კატეგორიისაგან და მას პროფესიონალი ფოტოგრაფები, ცნობადი პერსონები და ჩინეთის სახალწლო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ძი იენჩი შეაფასებენ.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Huawei- მობილური ტელეფონებითა და აქსესუარებით

საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა მთავარი პრიზი – 2 ბილეთი ჩინეთში, ფოტოგრაფებისთვის საყვარელ ულამაზეს ქალაქ ხანგჭოუში.

ნამუშევრების მიღება 25 იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობს. საუკეთესო ნამუშევრების შერჩევის შემდეგ გამოვლინდება კონკურსის გამარჯვებულები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონიალი.

ფოტოკონკურსის ვადების გასაცნობად, ეწვიეთ ვებგვერდს. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსი ორგანიზებულია „4U მულტიმედია ჯგუფის“ მიერ და ტარდება „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს“ ინიციატივით.

[:]

NO COMMENTS