მარტი25 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ქართული ღვინის სახლები ჩინეთში

ქართული ღვინის სახლები ჩინეთში

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

ქართული ღვინის პოპულარიზაცია ჩინეთში სწრაფი ტემპებით მიიწევს წინ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ღვინის ექსპორტი ჩინეთში წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო იმატებს. მაგალითისათვის, 2015 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის კუთხით. ექსპორტის ზრდამ 2014 წელთან შედარებით 122%-ს მიაღწია, რამაც ჯამში 2 672 154 ბოთლი (0,75 ლ) შეადგინა.  2017 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული იყო 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატებოდა 2016 წლის მონაცემებს. 2019 წლის იანვარ-თებერვალის მონაცემებით ისევ შეიმჩნევა ექსპორტის ზრდა  7%-ით, რამაც ჯამში  6,783 მლნ ბოთლს მოიცავს. დღეისათვის ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს. 

გაზრდილი ექსპორტის კვალდაკვალ ჩინეთში იმატებს ქართული ღვინის სახლების რაოდენობაც, რომელიც არა მხოლოდ ქართული ღვინის, არამედ ქართული კულტურის გაზიარების არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა. დღესდღეისობით ქართული ღვინის სახლებს შევხვდებით სინძიანის პროვინციაში, სადაც ქართული ღვინის ერთ-ერთმა მსხვილმა იმპორტიორმა კომპანიამ „Xinjiang Beifaing Jianda Trade Co., LTD“ ქალაქ ურუმჩიში გახსნა ქართული ღვინის სახლი. აღნიშნული კომპანია თავად სინძიანის პროვინციაში დაახლოებით 9 ქართული ღვინისა და კვების ობიექტს აერთიანებს. ქართული ღვინის სახლს ასევე შევხვდებით ჭეძიანის პროვინციის ქალაქ ივუსა და ხანგჭოუში, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა დასახელების ღვინოები, მათ შორის ჭაჭაც. 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე ჩინეთის ქალაქ გუანგჭოუში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, „სარტყელი და გზის“ საქართველოს ბიზნეს-სახლის გახსნა. აღნიშნული ბიზნეს-სახლი პირველ ეტაპზე 20-მდე ქართული კომპანიის პროდუქციას აერთიანებს, რომელთა შორისაა ქართული ღვინო, ჭაჭა, საკონსერვო პროდუქცია, მინერალური წყალი, თაფლი, ზეთისხილის ზეთი, ლიმონათი, საფერავის ჩაი, ქართული ტრადიციული ნუგბარი და სხვა. 

აღნიშნული ღვინისა და ბიზნეს სახლების არსებობის მიზანი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ქართველი მეწარმეების ჩინური ბაზრის ათვისების შესაძლებლობაა.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები