მარტი23 , 2024
პოლიტიკაქართულ-ჩინური პროექტის ფარგლებში ტრენინგები ტარდება

[:ka]ქართულ-ჩინური პროექტის ფარგლებში ტრენინგები ტარდება[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჩინური კომპანიის „ხუნანის“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის ერთობლივი პროექტის – „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, სტუდენტებმა და 35-მდე ფერმერმა ორკვირიანი ტრენინგი რუსთავსა და მარნეულში გაიარეს.

სასწავლო კურსის ფარგლებში, ფერმერებს, აგრარული მიმართულების სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მზის სათბურების მშენებლობასა და მართვის საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
პრაქტიკული სწავლების მონაწილეებმა სოფელ შულავერში გაიარეს და ბოსტნეულის მყნობისა და ჩითილების გამოყვანის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის „სასათბურე ბოსტნეულის წარმოება“ ფარგლებში, გადამზადების კურსი საქართველოსა და ჩინეთში 400-მდე ქართველმა ფერმერმა და დაინტერესებულმა პირმა უკვე გაიარა. სასწავლო კურსები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ამავე პროექტის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში, ხუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის მიერ კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების მზის და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური აშენდა.

რიგით მე-11 ტრენინგი 19 ივნისს დაიწყება.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები