მარტი24 , 2024
Lifestyleჩინეთის ავტონომიური რეგიონი: ტიბეტი

[:ka]ჩინეთის ავტონომიური რეგიონი: ტიბეტი[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

Related imageტიბეტი ჩინეთის 5 ავტონომიური რეგიონიდან ერთ-ერთია. ის ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. რეგიონს დასავლეთიდან ინდოეთი, ნეპალი, ბუტანი და მიანმარი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ს’ჩუანი, იუნნანი, სინძიანგი და ცინგხაი. სიდიდით ქალაქ პარიზზე ორჯერ დიდი და საშუალო სიმაღლით, დაახლოებით 4,000 მეტრია, ტიბეტის პლატო ყველაზე დიდი და მაღალია მსოფლიოში. ზოგჯერ, რეგიონს მეტსახელად „მსოფლიოს სახურავს“  ან „თოვლის მიწას“ უწოდებენ. 2006 წლის მონაცემებით, აქ რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი და 2.81 მილიონი  ადამიანი ცხოვრობს. ეთნიკურ ჯგუფებს შეადგენენ ტიბეტელები, ხანელები, მოინბა, ლჰობა, ხუეი, მონღოლები და სხვაეთნიკური ჯგუფები. მოსახლეობის  90%-ს კი ტიბეტელები წარმოადგენენ.

ტიბეტის რეგიონი დაყოფილია,  ექვს რეგიონად და ერთ მუნიციპალიტეტად ლჰასა, რომელიც რეგიონის დედაქალაქია. როგორც უკვე ავღნიშნეთ ტიბეტი მდებარეობს ტიბეტის პლატოზე, რომელიც მსოფლიოს უმაღლეს რეგიონს წარმოადგენს და მოიხსენიება, როგორც „დასავლეთ ნაწილი“, „დასავლეთ ჩინეთი“. რეგიონი იწყება ჰიმალაის მთათა სისტემის ჩრდილოეთიდან. Image result for tibetტიბეტში მრავალი მაღალი მთაა, რომლებიც წამყვან ათეულებს ქმნიან. მთა ევერესტი (8, 848 მ) წარმოადგენს დედამიწის უმაღლეს მწვერვალს, რომელიც ნეპალის საზღვართან მდებარეობს. ბევრი დიდი მდინარე სწორედ ტიბეტის პლატოზე იკვებება და იღებს სათავეს (დღესდღეობით ძირითადად ცინხაის პროვნიციაში). ესენია: იანძი, ხუანხე, ინდი, მეკონგი, განგი, სალუინი, ბრაჰმაპუტრა და სხვა.

ჩინურ ენაზე ფინინით (ტრანსკლიფციით),  ტიბეტი არის „სიწანგი“, რაც „ დასავლეთის საგანძურს“ ნიშნავს. ინგლისური სიტყვა ტიბეტი პირველად, მონღოლებმა და თურქებმა გამოიყენეს, ანტიკურ ხანაში. ტიბეტი გამოირჩევა უნიკალურობითა და მიმზიდველობით, რაც ბუდისტური და ეთნიკური კულტურის ჰარმონიული შერწყმაა რეგიოონის ბუნებრივ სილამაზესთან. რეგიონი მოიცავს მსოფლიოს ორ ღირსშესანიშნავ მემკვიდრეობას, ესენია: პოტალას სასახლე და ნორბულინგკა, რომელიც  1754 წელს დაარსდა და წარმოადგენდა დალაი-ლამას საზაფხულო რეზიდენციას. ტურისტები, რომელთაც ბუდისტური კულტურის შეცნობა სწყურიათ, აუცილებლად უნდა ეწვიონ რეგიონს და გაიგონ მეტი ტიბეტური ბუდიზმის შესახებ. ტიბეტის საზეიმო ყელსახვევები, ზეციური დაკრძალვის ტრადიცია და იაქის დღესასწაული, მართლაც რომ უნიკალურია.

Related image

ტიბეტში რამდენიმე სახეობის ადგილობრივი პროდუქტია. მათგან გამოირჩევა: ცამფა (მოხალული ქერი)Related imageსუიოუჩა (ტიბეტური ჩაი)  ცინგქ’ძიოუ (მაღალმთიანი ქერის სასმელი), ქარისგან გამომშრალი ხორცი.  ცამფა და  სუიოუჩა საკმაოდ გავრცელებული დიეტაა ტიბეტში.

მომოს (ცომის გუფთები ბოსტნეულის შიგთავსით) Image result for tibetan food momoდა  თუქფას (ატრია ხორცით) დაგემოვნება პატარა რესტორნებში შეგიძლიათ.
Image result for tibetan food ცინგქ’ძიოუს კი ხშირად სადილზე მიირთმევენ.

რაც შეეხება ადგილობრივ კულტურას ტიბეტში, ის საკმაოდ უნიკალური, მიმზიდველი და იდუმალია.Related image აქ შეხვდებით უძველესი დროის არქიტექტურას თავისი ტაძრებით, სასახლეებით, საგვარეულო რეზიდენციებით, გაეცნობით ტიბეტურ ბუდიზმს, ენას, ლიტერატურას, მედიცინის ხერხებს, ხელოვნების ნიმუშებს და ხალხურ ტრადიციებს. Image result for tibetტიბეტური კულტურის მაგალითებია, რეგიონში გავრცელებული სხვადასხვა რელიგიური დღესასწაულები, საქორწინო და დაკრძალვის ცერემონიები, ხილით შესრულებული ნაკეთობები, საკვები და სუფრასთან ქცევის წესები.  დღესდღეობით, ტიბეტში ადამიანის დაკრძალვის ხუთი ხერხი არსებობს: ტაძარში დაკრძალვა, კრემაცია, წყალზე დაკრძალვის ტრადიცია, სხეულის მიწისთვის მიბარება და  ზეციური დაკრძალვა. მათ შორის ზეციური დაკრძალვა, ყველაზე მეტად იდუმალია ტურისტებისათვის.Image result for tibet

ინდუსტრია

Image result for tibetan handicraftsტიბეტელები თავიანთ ყოველდღიურობაში ფლობდნენ საკმაოდ ბევრ მრავალფეროვან საქმიანობას, მათ შორის იყო წისქვილის სამუშაოები: ხორბლის დაფქვა, კანვასა და იალქნების ხატვა, ქაღალდის წარმოება, თოკის დაწნა, მატყლის დამუშავება, სხვადასხვა ქსოვილების წარმოება, მეტალის დამუშავება – ზეინკლობა, ხალიჩების დამზადება, ხის დამუშავება და სხვადასხვა აქსესუარების დამზადება. ინდივიდუალური საოჯახო მეურნეობაც და მცირე წარმოებაც სტანდარტული ხასიათის იყო, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, როგორსაც წარმოადგენდა რელიგიური მანუსკრიპტებისა და წიგნების ბეჭდვა.

ხელოვნება
Image result for tibetan art

კლასიკური, ტრადიციული ტიბეტური ხელოვნება, შეიძლება ითქვას, მეტწილად ორიენტირებულია რელიგიურ კულტზე და შესაბამისად, ძირითადად,მოიცავს რელიგიური ღვთაებების სხვადახვა სახით შესრულებულ ნახატებს, სკულპტურებს, ამოკვეთილ საკურთხევლებს, რელიგიურ წარწერებს, ძვირფასი ქვისა და მეტალისაგან შექმნილ მოზაიკებს, სპეციალურ კოსტიუმების შექმნას რელიგიური რიტუალებისა და წარმოდგენებისთვის, ასევე რელიგიური ხასიათის მუსიკას. Image result for tibetan culture
ასეთ ყოვლისმომცველ რელიგიურ ელემენტებს, განაპირობებს ისიც, რომ უმეტესობას ამ ხელობათაგან ეუფლებოდნენ და პრაქტიკაში ავითარებდნენ სწორედ წმინდა ბერები მონასტერში მოღვაწეობისას. ამას გარდა, აღსანიშნავია უძველესი ბუდისტური წმინდა წერილების კოლექციები, ტიბეტური მწერლობა და ლიტერატურა, უაღრესად მნიშვნელოვანი ფილოსოფიური, ისტორიული, სამედიცინო, სამეცნიერო, მათემატიკური თუ ასტრონომიული დისკურსის ნაშრომები, ასევე პოეზიაც და ბელეტრისტიკაც. Image result for tibetan culture weddingსპეციფიკური ჩაცმულობით, ვარცხნილობითა და სამკაულებით გამოირჩეოდნენ ადგილობრივი
ქალები.

მედიცინა

Image result for tibetan medicine

ტიბეტურ მედიცინას წარმოშობისა და განვითარების ათასწლოვანი ისტორია აქვს. საკმაოდ სფეციფიური მკურნალობის კულტურა მთელი რიგი ინოვაციური და თანამედროვე ელემენტებით იყო გაჯერებული. დიაგნოზის დასასმელად და ორგანიზმის სრულად გამოსაკვლევად გავრცელებული მეთოდი იყო მაჯაში მოწოლილი სისხლის ნაკადის მოსმენა-ერთგვარი პულსის გაზომვა; შარდის ანალიზი და სხეულის თითქმის ყველა ნაწილის შემოწმება, გულისა და ფილტვების მოსმენა, აუცილებელი იყო პაციენტის დეტალური გამოკითხვაც.Image result for tibetan medicine ამის შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილით მზადდებოდა და ეძლეოდა სამკურნალო მცენარეები და ტაბლეტები. ითვლებოდა, რომ თითოეული ადამიანის სხეული შედგებოდა, ბალანსდებოდა და გავლენას განიცდიდა სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიც იყო საკვები, რელიგიური მრწამსი და სწავლება, მენტალური მდგომარეობა, დიეტა ან მარხვა. ფიზიკური წრთობისა თუ რეაბილიტაციის პროცესები საკმაოდ ხანგრძლივი იყო და კონტროლდებოდა წმინდა ბერების მიერ.Related imageRelated imageImage result for tibetan medicine

Related imageImage result for tibetan artImage result for tibetan art buddhaImage result for tibetan artRelated imageImage result for tibetan cultureImage result for tibetan cultureImage result for tibetan culture weddingImage result for tibetan cultureImage result for tibetan culture weddingImage result for tibetan cultureImage result for tibetan cultureImage result for tibetExperienced Private Group Tibet Tour or Travel by stevebracken00Image result for lhasa city nightlifeRelated imageImage result for lhasa ფესტივალსSolitude by RemingtonFreeRelated imageImage result for tibetan foodImage result for tibetan traditional foodImage result for tibetan foodRelated imageImage result for tibetan traditional foodRelated imageRelated imageRelated image

Related imageImage result for tibetImage result for tibetImage result for tibetan medicine bracelet
Image result for tibetan monksImage result for lhasa city

[:]

Previous article
Next article

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები