მარტი24 , 2024
პოლიტიკადიპლომატია"ჩინეთის ექსპერტი 2019" - კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

“ჩინეთის ექსპერტი 2019” – კონკურსის გამარჯვებული ცნობილია

-

- Advertisment -spot_img

28 დეკემბერს “ჩინეთის ექსპერტი 2019”-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ონლაინ კონკურსი სინომედიის ორგანიზებით და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხარდაჭერით ჩატარდა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს უკავშირდებოდა.

დაჯილდოების წამყვანები ძინ შუაიხუ და გიორგი მახარაძე

კონკურსის დასკვნით ცერემონიალი Rooms Hotels Tbilisi-ში გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულ საუკეთესო 10-ეულთან ერთად დაჯილდოებას ესწრებოდნენ საგანგებოდ მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ჯემალ ფუტკარაძე და ჩინეთის საელჩოს მრჩეველი, წუო ხუნგპო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა საპატიო სტუმრები, საგანგებოდ მოწვეულმა სტუმრებმა კონკურსის გამარჯვებულებს თავად გადასცეს საჩუქრები. მარიამ ჯაშმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ისაუბრა საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე და „დიდი აბრეშუმის გზის” აღორძინების მნიშვნელობაზე.

მარიამ ჯაში: გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან

“მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიუხედავად იმისა, თუ რომელ პოლიტიკურ სპექტრს ეკუთვნის ესა თუ ის დეპუტატი, თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას. ჩვენ მივესალმებით და გვახარებს თავისუფალი ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული შეთანხმება და მნიშვნელოვნად გაზრდილი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჩინეთთან. ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გამყარების პოტენციალი არის ბევრად უფრო მეტი და თითეული ჩვენი ფრაქციის წევრი მზად ვართ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში. რაც შეეხება უშუალოდ პლატფორმას, ვფიქრობ, რომ „სიმნომედია”, წლებია უაღრესად დიდ საქმეს ეწევა საქართველო-კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობაში. გილოცავთ თითეულ კონკურსანტს, განსაკუთრებით გამარჯვებულებს და მადლობას ვუხდი, რომ თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანასთან თანამშრომლობაში უკვე გაქვთ შეტანილი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დაჯილდოების ცერემონიალი სიტყვით გახსნა ქართულ-ჩინური მედია პლატფორმის “სინომედია” დამფუძნებელმა ანა გოგუაძემ. გამოსვლისას მან ისაუბრა ქართულ-ჩინური მედია პლატფორმის ჩამოყალიბებისა და კონკურსის მნიშვნელობაზე, მადლობა გადაუხადა იქ დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, ჩინეთი სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერისთვის.

ღონისძიებას საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას იღებდნენ, საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია, თბილისის თავისუფალი ინსტიტუტის კონფუცის ინსტიტუტი და ა.შ

ღონისძიების ბოლოს საზეიმოდ გამოცხადდა ონლაინ კონკურსის გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელი გახდა მირანდა შინჯიკაშვილი, რომელსაც სინომედიისგან გადაეცა საგზური ჩინეთში.

სინომედიის დამფუძნებელი -ანა გოგუაძე, ჩინეთის საელჩოს მრჩეველი- წუო ხუნგპო, გამარჯვებული -მირანდა შინჯიკაშვილი და პარლამენტის წევრი -მარიამ ჯაში.

გამარჯვებულს კომპანია “ვაინესის” თანადამფუძნებელმა, ანნა ქურდაძემ საჩუქრად გადასცა პერსონალურად კონკურსის გამარჯვებულისთვის შექმნილი ყველაზე გულწრფელი საფერავი.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებმა. ონლაინ ტესტი შედგებოდა 70 კითხვისგან, ოთხი სავარაუდო პასუხით. კონკურსი ტარდებოდა ქართულ ენაზე, რაც ნიშნავს, რომ კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა ჩინური ენის ცოდნა არ იყო.

კონკურსისთვის სპეციალურად დაიწერა ინფორმაციული სტატიები ჩინეთის შესახებ , რომელიც განთავსებული იყო სინომედიის ვებ-გვერდზე: www.sinomedia.ge რუბრიკის “ჩინეთის ექსპერტი 2019”, სტატიების ავტორები არიან ახალგაზრდა სინოლოგები: ირაკლი ქორქია, თეონა გელაშვილი, შალვა ჩიხლაძე, ოთარ ჭიღლაძე, თამარ ქვლივიძე და ნინო მარღანია. სტატიები დაყოფილი იყო შემდეგ კატეგორიებად: ეკონომიკა, ისტორია, კულტურა, საზოგადოება, ტექნოლოგიები, მოგზაურობა და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები, თუმცა ტესტში ამ სტატიებიდან კითხვების 80% იყო გამოყენებული.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები