ჩინეთის ინვესტიციები სამხრეთ აზიის ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაში

ირაკლი ქორქია

0

როცა ჩინეთი და სამხრეთ აზიის ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანა, აღმოსავლეთ ტიმორი შეთანხმდნენ $490 მილიონიან პროექტზე, რომელიც ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას ითვალისწინებდა, პროცესი სწრაფი ტემპებით დაიწყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოხსნა რეგულაციები და გაამარტივა ჩინელი კონტრაქტორებისთვის სამუშაო პროცესი. ტიბარის ყურეში, რომელიც დედაქალაქი დილიდან 10კმ-ში მდებარეობს, ჩინური მხარის სამუშაოების დაწყება მიზნად ისახავდა  აღმოსავლეთ ტიმორსა და დანარჩენ რეგიონს შორის სავაჭრო კავშირების გამყარებას.  

ტიბარის ყურეს პორტი, რომელიც გათვლილია წლიურად 750,000 კონტეინერზე, იმ 20 მსხვილ პროექტში შედის, რომლებსაც ჩინური მხარე და სახელმწიფო კომპანიები ახორციელებენ აღმოსავლეთ ტიმორში, რომელმაც მსოფლიოს მეორე უდიდს ეკონომიკას მიმართა თხოვნით, დახმარებოდნენ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც აღმოსავლეთ ტიმორის სუსტ წერტილს წარმოადგენდა და ხელს უშლიდა მას, შეერთებოდა Asean-ს. ( სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას ).

აღმოსავლეთ ტიმორი ასოციაციის წევრობისკენ 2002 წლიდან მიისწრაფვის. სწორედ ამ წელს გახდა ის დამოუკიდბელი ინდონეზიისგან  და 2011 წელს ოფიციალური წევრობისთვის განცხადება გააკეთა.  დღეს ის ერთადერთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნაა, რომელიც არ არის Asean-ის წევრი.

Asean-ში სიფრთხილით უყურებენ მათ რეგიონში ჩინეთის გააქტიურებას,  თუმცა აღმოსავლეთ ტიმორში ჩინეთის ელჩის, სიაო ძიენკუოს განცხადებით, ჩინეთი დახმარების ხელს უწვდის აღმოსავლეთ ტიმორს როგორც კარგი მეზობელი, კარგი მეგობარი და პარტნიორი. ეხმარება მას ადამიანური რესურსების გადამზადებასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაში.  

Asean-ის ქვეყნების სიფრთხილის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება.  ქვეყნის ახალგაზრდა მოსახლეობის 40%-ზე მეტი დაუსაქმებელია, რაც ეკონომიკური სიდუხჭირის ერთ-ერთი გამახანგრძლივებელი შედეგია. Asean-ის ქვეყნების სიფრთხილის მიუხედავად, ფაქტი ფაქტად რჩება.  ქვეყნის ახალგაზრდა მოსახლეობის 40%-ზე მეტი დაუსაქმებელია, რაც ეკონომიკური სიდუხჭირის ერთ-ერთი გამახანგრძლივებელი შედეგია. Asean-ის წევრი ზოგი ქვეყნის აზრით კი ჩინური ინვესტიციები საჭიროა, რათა აღოსავლეთ ტიმორის ეკონომიკა ბლოკის სხვა წევრების განვითარებას გაუტოლდეს. 

LEAVE A REPLY