[:ka]

2018 წელს რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის დაწყებიდან 40 წელი შესრულდა.   აღსანიშნავია რეფორმის ორი ტალღა 1978-1989 და 1992-2012 წლებში. პირველი დათმობილი იყო სასოფლო-სამეურნეო ტიპის რეფორმებისა და კერძო სექტორის გამოცოცხლებაზე. მეორე  კი მიცავდა საბაზრო ეკონომიკის მახასიათებლების დანერგვას, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩინეთის მიღებას და კერძო სექტორის კიდევ უფრო წინა პლანზე წამოწევას. 

ტენგ სიაოფინგის (იგივე, დენ სიაოპინის) ინიციატივით,   ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ეკონომიკაზე ფოკუსირება იქცა.  1986 წელს ჩინეთი იდეოლოგიურად ორ ნაწილად გაიყო. მემარჯვენეებს სურდათ საბაზრო ეკონომიკისა და კერძო სექტორის პოპულარიზაცია,  მემარცხენეები კი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მხრიდან სრულ კონტროლს და რეგულირებას უჭერდნენ მხარს.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ CCP-ს  ზეგავლენა ქვეყანაში დიდია, 2013 – 2014 წლებში გაიმართა ორი პლენარული სესია, სასდაც  ხაზგასმული იქნა საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელობა თანამედროვე ჩინეთის განვითარებაში, ასევე კანონის უზენაესობისა და კონსტიტუციის პოპულარიზაცია.

ტენგ სიაოფინგთან შედარებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა  კიდევ უფრო წამოწია წინა პლანზე კერძო სექტორი. ასევე, გაიზარდა კონსტიტუციის მნიშვნელობა. ახალი პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, მაღალი თანამდებობის პირები პოზიციაზე დანიშვნამდე ვალდებულები არიან ფიცი დადონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონსტიტუციაზე. 

ანტი-კორუფციული კამპანია

ტენგ სიაოფინგის რეფორმამ და ბაზრის გახსნამ მართალია, გამოიწვია ეკონომიკური ზრდა, მაგრამ მას თან ახლდა თანმდევი პრობლემებიც. მაგალითად, არათანაბარი შემოსავლები, მზარდი კორუფცია.

ხუ-ვენის ადმინისტრაციამ არათანაბარი შემოსავლების პრობლემის აღმსოაფხვრელად შექმნა სოციალური უსაფრთხოების სისტემა და გააუქმა სასოფლო-სამეურნეო გადასახადი.  პრეზიდენტი სი ძინფინგის ადმინისტრაცია კი აქტიურად ებრძვის კორუფციას და მემარცხენე პოზიციისკენ გადახრა მათ ეხმარება ამ მიმართულებით. 

ანტი-კორუფციის ზომები ძალიან მნიშვნელოვანია. ისტორიულად, ჩინეთის დინასტიების 40% ჩამოიშალა აჯანყებული ხალხის გამო, 40% ელიტების მიერ  მოწყობილი ჯანყის 20% კი უცხოელი დამპყრობლების მიერ.

ანტი-კორუფციის კამპანიის გვერდით ეფექტი

მიუხედავად იმისა, რომ ის აუცილებელია, კორუფციის საწინააღმდეგო კამპანიას შეიძლება ჰქონდეს გვერდით ეფექტიც.

თავისუფლების ფასი დღეს ჩინეთში საგრძნობლადაა გაზრდილი. მაოს ეპოქის ტოტალირატარული პოლიტიკური სისტემის დროს ქვეყანაში ძალიან დაბალი იყო ეკონომიკური თავისუფლება.  ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაპირება ეკონომიკური გახსნილობის შესახებ გახლდათ ზოგადი მიმართულება ეკონომიკის ლიბერალიზაციისა, თუმცა ეს პროცესი მოითხოვდა ბევრ ფარულ შეთანხმებასაც. პრეზიდენტ სი ძინფინგის ადმინისტრაცია ებრძვის სწორედ ისეთ პოლიტიკურ მოხელეებს, რომლებსა თანამდებობის პოლიტიკური და პირადი მიზნებისთვის გამოყენება სურთ და ერთგვარად ყიდიან ეკონომიკურ თავისუფლებას. 

სინო-ამერიკული ურთიერთობები,  ტრამპის სავაჭრო ომი და  ზეწოლა ჩინური სისტემაზე

ჩინეთისთვის, ჩინურ-ამერიკული ურთიერთობები ხასიათდება დუალურობით. ერთის მხრივ, არსებობს აშშ-სთან თანამშრომლობის საჭიროება, რაც აუცილებელია ჩინეთის საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის. მეორეს მხრივ, არის წინააღმდეგობა,  რომელიც გამოწვეულია ჩინეთის პოლიტიკური სისტემისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობის დაცვით.  დასავლური პოლიტიკური სისტემა ბევრისთვის მიმზიდველია ჩინეთში, ეს კი საფრთხეს უქმნის მმართველობის არსებულ, ერთპარტიულ წყობას. 

ამას გარდა, საწარმოო ფაქტორების, როგორიცაა მუშახელი და მიწა, ფასები, ბოლო წლებში საგრძნობად გაიზარდა. ბიზნესის ჩინეთში მართვის ხარჯები მიუახლობდა ამავე ხარჯებს აშშ-ში.  იმისთვის, რომ ჩინეთი კონკურენტული დარჩეს ბაზარზე, აუცილებელია პოლიტიკური ტრანზაქციული ხარჯების შემცირება, რათა  ბიზნესებმა კვლავ განაგრძონ შედინება ჩინეთში. იგულისხმება საკუთრების უფლების გაზრდა, პოლიტიკური რისკებისა და მონოპოლიის შემცირება.  საბოლოო ჯამში, ჩინეთის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია ინსტიტუციონალური რეფორმები.

დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულმა სავაჭრო ომმა დამატებითი ზეწოლა გამოიწვია ჩინეთის პოლიტიკურ ეკონომიკურ სისტემაში.  ამ ომმა როგორც დააზიანა, ასევე სარგებელი მოუტანა ჩინეთის კერძო სექტორს.  ტარიფებმა დააზიანა ის,  თუმცა აღნიშნულმა სექტორმა ასევე იხეირა კიდეც, რადგან სახელმწიფო იძულებული გახდა გადასახადები დაეწია  და გაეტარებინა პოლიტიკა, რომელიც გათვლილი იყო კერძო სექტორის წახალისებაზე.

40 წლიანი რეფორმის შედეგებზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს ჩინეთი მსოფლიოს მეორე ეკონომიკა, პირველი ინდუსტრია, პირველი სავაჭრო ქვეყანა და მსოფლიოში უმსხვილესი სავალუტო რეზერვის მქონე ქვეყანაა. 40 წლის მანძილზე ჩინეთში მშპ-ს საშუალო წლიური ზრდა 9,5%, საგარეო ვაჭრობის ზრდა 14,5% გახლდათ. ხალხის ცხოვრების დონე საგრძნობლად გაუმჯობესდა და გაეროს ამჟამინდელი სტანდარტების მიხედვით, ჩინეთში სიღარიბეს თავი 7 მილიონმა ადამიანმა დააღწია, რაც ამ პერიოდის მთელი მსოფლიოს საერთო მაჩევნებლის 70%-ზე მეტია. ქვეყანა მხარს უჭერს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ამავდროულად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გახსნილობასა და ყველა მხარისთვის მომგებიან თანამშრომლობას. 

[:]