ჩინეთის ჩქაროსნული მატარებლები

თეონა გელაშვილი

0

ჩინეთში მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი სამგზავრო დანიშნულებისათვის გამოიყენება, რომელიც წუთში ავითარებს 250–350 კმ/სთ სიჩქარეს. ჩინეთის მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალი მოიცავს მსოფლიოში მთლიანი მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელების ორ მესამედს, რომლის საერთო სიგრძე 29 000კმ-ია. 2025 წლისათვის იგეგმება მისი გაფართოება და ნავარაუდევია, რომ მისი სიგრძე 38 000კმ-მდე გაიზრდება. ამასთანავე 2019 წელს ჩინეთმა დაიწყო მაგნიტური ლევიტაციის პროტოტიპის მატარებლების ტესტირებაც, რომელიც წუთში 600 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.

ჩინეთის ადრეული მაღალსიჩქარიანი მატარებლები ძირითადად იმპორტირებული იყო ან აშენდა ტექნოლოგიების გადაცემის ხელშეკრულებებით უცხოეთის მატარებლების მწარმოებლებთან, მათ შორის იყვნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა:Alstom, Siemens, Bombardier და Kawasaki Heavy Industries. საწყისი ტექნოლოგიური დახმარების შემდეგ, ჩინელმა ინჟინრებმა ხელახლა შეიმუშავეს მატარებლის შიდა კომპონენტები და დაიწყეს ადგილობრივი მატარებლების წარმოება. დღეისათვის კი მაღალსიჩქარიანი მატარებლების უმრავლესობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული CRRC კორპორაციის მიერ არის წარმოებული.

ჩინეთში არსებული მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო მაგისტრალებიდან აღსანიშნავია პეკინი- გუანჭოუს ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი, რომლის საერთო სიგრძე 2,299კილომეტრია და მსოფლიოში ყველაზე გრძელ მაღალსიჩქარიან სარკინიგზო მაგისტრალად ითვება. პეკინი-შანხაის ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალი კი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ითველება, ვინაიდან ის წუთში მაქსიმალურ სიჩქარეს 430 კმ/სთ ავითარებს.

LEAVE A REPLY