Home ბიზნესი ჩინეთი – მობილური გადახდების ლიდერი

[:ka]ჩინეთი – მობილური გადახდების ლიდერი[:]

ავტორი: ირაკლი ქორქია

0
61

[:ka]

როცა ჩინელი ტურისტები მოგზაურობისას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო ცენტრებში გადხდას დააპირებენ, პირველად საკუთარ მობილურებს მოიმარჯვებენ და მხოლოდ შემდეგ ხდებიან იძლებულები საფულეები გახსნან და ისე გადაიხადონ. ქვეყანა, სადაც მობილური გადახდის საშუალებები, როგორიცაა Alipay , Wechat pay, აქტიურად ცდილობს გავრცელებას, გახლავთ ჩინეთის მეზობელი იაპონია.

ჩინელებისთვის ნაღდი ფულის გარეშე ცხოვრება უკვე ნორმად იქცა.  ჩინური მობილური გადახდის კომპანიები აქტიურად ცდილობენ, აითვისონ აზიის განვითარებადი ქვეყნები, სადაც მოსახლეობა არათუ მობილურ, არამედ საბანკო ბარათებით გადახდასაც არაა მიჩვეული. მთავარი გამოწვევა კი მათ ელით აშშ-სა და იაპონიის მსგავს ბაზრებზე.

მობილური გადახდების სიმარტივე განაპირობა Alipay-ს გადაწყვეტილებამ, გამოეყენებინათ QR კოდები, რომლებიც ამ ტრანზაქციებს სწრაფს და მოხერხებულს ხდიდა.  ტექნოლოგია თავდაპირველად იაპონიაში შეიქმნა 1994 წელს, თუმცა სწორედ ჩინელებმა მოახერხეს მისი ინტეგრირება ფინანსურ სექტორში.

ამ პრაგმატულმა და პრაქტიკულმა გადაწყვეყილებამ ხელი შეუწყო მობილური გადახდების 2013 წლის 1,2 ტრილიონ იუანიან მოცულობას გაზრდილიყო 58,8 ტრილიონამდე 2016 წელს. ჩინეთში ორი მსხვილი კომპანიაა, რომელიც ლიდერობს მობილური გადახდების მხრივ. Alibaba Group Holdings  – Ant Financial და Tencent Holdings – Wechat pay ჯამში მობილური გადახდების ბაზრის 92%-ს იკავებენ 1,4 მილიარდიან ბაზარზე. Alipay-ს განცხადებით, 2017 წლის 11 ნოემბერს დაფიქსირდა ყველაზე დიდი რაოდენობით გადახდა, რაც წამში 256,000 ტრანზაქცია იყო.

 

 

 

 

 

 

დიაგრამაზე გამოსახულია,  სხვადასხვა ბიზნესებში გადახდების რამდენი პროცენტი ხორციელდება მობილური ტელეფონით, ნაღდი ფულით და საკრედიტო ბარათით.

„ჩვენ ვცდილობთ, განვავითაროთ გადახდის სერვისები ისეთ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი მსხვილი საბანკო სევისებით ჯერაც არ სარგებლობს“ – სინიუნ იანგი

საკრედიტო ბარათების გამოყენების ხანგრძლივი ისტრორიის არარსებობამ ხელი შეუწყო ჩინეთში მობილური გადახდების განვითარებას. შანხაიში არსებული China Market Research Group -ის დირექტორის, ბენჯამინ კავენდერის განცხადებით, მობილური გადახდები ჩინეთის მოსახლეობისთვის აღმოჩნდა როგორც ალტერნატივა, რათა საათობით ბანკის რიგში დგომისთვის თავი აერიდებინათ.  როცა Alipay პირველად გამოჩნდა, მოსახლეობის ინტერესი სწრაფად გაიზარდა, რადგან ის ჯობდა იქამდე არსებულ ყველა სხვა გადახდის საშუალებას.  Alipay-ს გავრცელებას ხელი კიდევ უფრო შეუწყო იმ ფაქტმა, რომ Alibaba ფლობს Tmall-სა და Taobao-ს. ეს ორი კომპანია კი ჯამში ჩინეთის ონლაინ ვაჭრობის 70%-ს იკავებს.  მომხმარებლების ამხელა ბაზის არსებობამ კიდევ უფრო გაუმარტივა მათ მობილური გადახდების დანერგვა.

ჩინეთში ონლაინ მომხმარებლების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან, ძირითადად 35 წლამდე, ვისთვისაც სმარტფონების და ინტერნეტის ეპოქა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთში ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც თითქმის არასდროს იხდის ბარათით თუ ნაღდი ფულით. ამერიკელებს რაც შეეხება, წლების მანძილზე მათ ჰქონდათ ალტერნატივები ნაღდი ფულისთვის და ასეთ ბაზარზე რთულია, გადაარწმუნო ადამიანები, გამოიყენონ მობილური გადახდები.

2016 წელს მობილური გადახდების საერთო ოდენობამ 58,8 ტრილიონი იუანი ( 9 ტრილიონი აშშ დოლარი ) შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე ოთხჯერ მეტია. 2017 წელს კი ეს რიცხვი კიდევ გაიზარდა დაახლოებით 100, 2018 წელს კი 165,9 ტრილიონამდე. აღნიშნული მონაცემბით ჩინური ბაზარი აშშ-ს მობილური გადახდების ბაზარზე 90-ჯერ დიდია. ჩინეთში მოსახლეობის 96,88% ფლობს მობილურ ტელეფონს, აქედან 58% სმარტფონს. ეს მონაცემები მაღალია იაპონიაზეც კი, სადაც მოსახლეობის 83,6% ფლობს ტელეფონს, რომლის 56,8% სმარტფონია.

Alipay და WechatPay აქტიურად შედის სამხრეთ-აზიურ ბაზარზე 2015 წლიდან. კერძოდ, ტაილანდში, ინდოეთსა და ფილიპინებში.

რატომ არის იაპონიაში შეღწევა ნელი პროცესი?

იაპონიის ბაზარზე მობილური გადახდების დამკვიდრება საჭიროებს ადგილობრივი ბანკის პოვნას, რომელსაც ექნება თანამშრომლობის სურვილი.  ასევე, საჭიროა ეს ბანკი ქვეყნის შიგნით ცნობილი იყოს და მას ხალხი ენდობოდეს.  ადგილობრივი ბანკები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან, რადგან ცენტრალურ ბანკს დაწესებული აქვს უარყოფითი საპროცენტო განაკვეთი, რაც საბანკო ბაზარს ამცირებს.  იმისთვის, რომ ადგილობრივი ბანკები მობილური გადახდების სერვისში ჩაერთონ, საჭიროა მათ დაინახონ სამომავლოდ დიდი მოგება, რომელსაც ეს სფერო მათ მოუტანს.  იაპონიის ბაზარზე აქტიურად შესვლის მცდელობების შემდეგ არსებობს უარყოფითი კამპანიის საფრთხეც, რადგან ჩინური ფინანსური ინსტიტუტების იაპონიაში გავრცელებას ადგილობრივი ბანკები საფრთხისშემცველ ნაბიჯად აღქვამენ.  ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ჩინურმა მობილური გადახდების კომპანიებმა ფეხი მოიკიდონ სამხრეთ-აზიის ქვეყნებში. ასეთ შემთხვევაში, იაპონიას ექნება მეტი სტიმული, რათა საკუთარ ქვეყანაშიც დაინერგოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით ნაცადი ტექნოლოგიები.

თუ ინოვაციებს განვმარტავთ, როგორც იდეების შესაძლებლობებად ქცევას, ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანა ხდება. მათ რამდენიმე სფეროში ( მაგალითად სწრაფი მატარებლების ) მოახერხეს არსებული ტექნოლოგიური შესაძლებობის ატაცება და მათი ფართომასშტაბიანი დანერგვით არნახული პროგრესის მიღება.

[:]

NO COMMENTS