[:ka]

„ჩინეთი კვლავაც რჩება უცხოური ინვესტორებისთვის მიმზიდველ ადგილად გრძელვადიან პერსპექტივებში და მზად არის უმასპინძლოს ბიზნესებს, რომლებსაც საკუთარი საქმიანობის გაფართოება სურთ“ – განაცხადა პერმიერმა ლი ქციანგმა ოთხშაბათს პეკინში, როცა მან გამართა შეხვედრა Tesla Inc.-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ელონ მასკთან.

პრემიერმა ტესლას მიულოცა ოთხშაბათს ახალი პროექტის დაწყება შანხაიში. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ მოხსნა შეზღუდვები ამ მხრივ და ესაა პირველი პროექტი ამ მიმართულებით, რომელსაც მთლიანად უცხოური კომპანია ფლობს. ლი-ს განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ ამერიკული კომპანიები განაგრძობენ ჩინეთის რეფორმებისა და გახსნილობის  პერიოდში საკუთარი წვლილის შეტანას და ხელს შეუწყობენ ჩინურ-ამერიკული ურთიერთობების არა მხოლოდ დასტაბილურებას, არამედ მომავალში განვითარებას.

ელონ მასკის განცხადებით, ის გაოცებულია განვითარების იმ სისწრაფით და ეფექტურობით, რომელსაც ჩინეთა მიაღწია. განსაკუთრებით კი ეს მის პროექტზეც აისახა, როცა მოკლე ვადებში მოხერხდა ავტო-ქარხანის აშენება შანხაიში. მისი განცხადებით, ტესლას ქარხანა იქნება ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და დახვეწილი მსოფლიოში და იქ დამზადებული პროდუქცია იქნება მორგებული ჩინურ ბაზარზე, რათა ბიზნესი მომგებიანი იყოს ყველასთვის.

ნინგ ძიჭ-სგანცხადებით, რომელიც გახლავთ ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიის ვიცე ხელმძღვანელი, ტესლას ქარხანა იყო იმ შვიდ უცხოურ პროექტს შორის, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე დაიწყო ჩინეთში.  სხვა პროექტებს რაც შეეხება, მათ რიცხვში იყო გერმანული ავტომწარმოებლის BMW-ს  ქარხანა შენიანგში ( ლიაონინგის პროვინციის დედაქალაქი ), ასევე გაიხსნა ნავთობ-ქიმიური ქარხანა, რომელსაც ფლობს გერმანული კომპანია BASF SE.

ნინგის განცხადებით, ახალ ენერგიაზე ფოკუსირებული პროექტების შემდეგი ტალღა იქნება 2019 წლის პირველ  მეოთხედში და თითოეული მათგანის ღირებულება მილიარდობით დოლარიდან ათობით მილიარდ დოლარამდე იქნება.

ასევე, ჩინეთის ხელისუფლებამ გამოუშვა განახლებული სია იმ ადგილების, სადაც აკრძალულია უცხოური ინვესტიციები. ამასთან დაემატა რამდენიმე ახალი საპილოტე თავისუფალი ვაჭრობის ზონა.

ჩინეთის ხელისუფლებამ გადასახადების შემცირება დააანონსა

ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე გადაწყვიტა გადასახადების შემცირება მცირე და მიკრო ბიზნესებისთვის.  პრემიერ ლი ქციანგის განცხადებით, შემცირებული გადასახადები ხელს შეუწყობს უმუშევრობის დონის შემცირებას და დაეხმარება მცირე ბიზნესებს  განვითარებაში.  ამას დაემატება კორპორაციული გადასახადების შემცირებაც.  მცირე და დაბალი მოგების მქონე ბიზნესები, რომელთა დასაბეგრი შემოსავალი წლიურად 1 მილიონ იუანზე ნაკლებია ( $146,500) ან 1 მილიონ იუანსა და 3 მილიონ იუანს შორისაა, შესაბამისი რაოდენობით შეუმცირდებათ გადასახადები. აღნიშნულმა ცვლილებებმა მათი საგადასახადო წნეხი 5%-დან 10%-მდე უნდა შეამცირონ. ეს ცვლილებები გავრცელდება კორპორატიული ბიზნესების 95%-ზე და კერძო ბიზნესების 98%-ზე.

ამასთან, დღგ-ს ზღვარი მცირე ბიზნესებისთვის გაიზრდება 30,000 იუანის მქონე თვიური გაყიდვების დონიდან 100,000 იუანამდე.

 

ადგილობრივ ხელისუფლებას სხვადასხვა პროვინციებში ექნებათ საშუალება გადასახადები დღგ 50%-მდე შეამცირონ მცირე ბიზნესებისთვის რიგ პროდუქტებზე.

 „შარშანდელი წლიდან დაწყებული, მთავრობა ცდილობა რამდენიმე ეტაპად შეემცირებინა გადასახადები მცირე და მაკრო ბიზნესებისთვის, რათა მათთვის დამატებითი სტიმული და განვითარების სივრცე შეექმნა. გადასახადების შემცირების ბოლო რაუნდი კი ყველაზე  სტრუქტურირებული და ეფექტიანი უნდა იყოს. მთავრობამ ქამრები უნდა შემოიჭიროს, რათა მეტი ხეირი ნახონ  ბიზნესებმა და გაჯანსაღდეს ბაზარი“ – განაცხადა ჩინეთის პრემიერმა.

[:]