ჩინეთმა ქვეყნის ყველაზე მსხვილ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს მიანიჭა 5G ქსელის ლიცენზია. მნიშვნელოვანია, რომ ეს მოვლენები აშშ-სთან ტექნოლოგიურ სექტორში მაღალი კონკურენციის პერიოდს ემთხვევა.

ჩინეთის ინდუსტრიისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროს განცხადებით, China Mobile, China Unicom, China Telecom და China Broadcasting Network ის კომპანიებია, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, მომხმარებლებს 5G მობილური ინტერნეტ სერვისი შეთავაზონ.

აღნიშნული ლიცენზიები ჩინეთს საშუალებას მისცემს, გლობალურ შეჯიბრში პოზიციები საგრძნობლად გაიუმჯობესოს. 5G ქსელი გარდა იმისა, რომ ბევრად ზრდის არსებული მობილური ინტერნეტის სიჩქარეს, ასევე დაეხმარება უპილოტო ავტომობილებსა და ე.წ. “ჭკვიან ქალაქებს” ეფექტურად ფუნქციონირებაში.

სწორედ ამ დღიდან იწყება ჩინეთის ოფიციალური მონაწილეობა 5G ეპოქაში. Huawei სრულ მხარდაჭერას უცხადებს ოპერატორებს 5G ქსელის გავრცელებაში და კომპანიის მოლოდინია, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთი წამყვანი ქვეყანა იქნება მსოფლიოში 5G ტექნოლოგიის მხრივ.

Image result for 5g china

თუმცა, არსებობენ სკეპტიკოსებიც. “მთავარი საფიქრალი ისაა, რომ სანამ შეერთებული შტატების ბანი ვრცელდება Huawei-ზე და არსებობს მისი სხვა კომპანიებზე გავრცელების რისკი, ჩინეთს ძალიან გაუჭირდება სრულმასშტაბიანი 5G ქსელის გავრცელება. ამის მიუხედავად, ჩინეთის მხრიდან ლიცენზიების გაცემა ერთგარი სიგნალია შეერთებული შტატებისთვის, რომ აკრძალვების მიუხედავად, ქვეყანა არ შეწყვეტს ახალ ტექნოლოგიებზე მუშაობას.”- აცხადებს ანალიტიკოსი ედისონ ლი.

ასევე, ტექნოლოგიური გიგანტი Huawei გეგმავს რუსულ მხარესთან აქტიურ თანამშრომლობას 5G ქსელის განვითარების მხრივ. შეთანხმება ამის შესახებ ჩინეთისა და რუსეთი პრეზიდენტების შეხვედრის დროს დაიდო. პეკინმა 2018 წელს გასცა ლიცენზიები სამ სახელმწიფო კომპანიაზე, რათა მათ დაიწყონ 5G ქსელის საცდელი ვერსიების გაშვება.

5G base station units with logos of China Mobile and Huawei Technologies are seen in front of the National People's Congress conference centre in Luoyang, Henan province, on February 27, 2019. Photo: Reuters

გვერდს ვერ ავუვლით შეერთებული შტატების მხრიდან Huawei-ს შავ სიაში დამატებას. შენჭენში დაფუძნებულ კომპანიას ამით შეეზღუდა წვდომა ისეთ ამერიკულ კომპანიებზე, როგორიცაა Qualcomm, Intel, Google და Microsoft.

ამის მიუხედავად, Huawei-ს ოფიციალური განცხადებები საკმაოდ ოპტიმისტურია. “გასული წლის აპრილიდან ჩვენ ვატარებთ 5G-ს საცდელ ვერსიებს ჩინეთის 40-ზე მეტ ქალაქში ქვეყნის 3 უმსხვილეს ოპერატორთან ერთად. ცდები ტარდება როგორც შენობებში, ასევე გარეთ, ავტობანებზე, მეტროში და სხადასხვა გარემოში.” ამ მომენტისთვის Huawei-მ მოიპოვა 46 5G კომერციული კონტრაქტი 30 ქვეყნიდან და მსოფლიო მასშტაბით გააგზავნა 100,000 5G მობილური ქსელის სადგური, რომელიც ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

Telecommunications equipment maker ZTE Corp displays its range of 5G mobile base stations inside its booth at MWC Barcelona in February. Photo: Bien Perez

კიდევ ერთი მსხვილი კომპანიის, ZTE Corp.-ის განცხადებით, ისინი რამდენიმე წელია ცდიან 5G ქსელს და სრულად არიან მზად უკაბელო ინტერნეტის, სპეციალური ჩიპებისა და მობილურების მოსახლეობისთვის შეთავზებისთვის.

ჩინური მხარის ხარჯები 5G ქსელის გასანვითარებლად მერყეობს 900 მილიარდი იუანიდან 1,5 ტრილიონ იუანამდე, რაც დოლარებში $130,2 მილიარდიდან $217 მილიარდამდეა. ქვეყანა მზადაა, ეს ხარჯები 2020-2025 წლებში გიღოს. მსოფლიოს უმსვილესი უკაბელო ქსელების ოპერატორმა, China Mobile-მ მარტის თვეში ტენდერი გამოაცხადა 500 5G სადგურის მიწოდებაზე, თუმცა არ დაუზუსტებიათ, გეოგრაფიული არეალი, სადაც მათ ამ სადგურების გავრცელება სურთ. China Mobile-ს დღეს 722,6 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც 4G ქსელს იყენებს.

ჩინური მხარე 5G ქსელს, რომელიც ხალხს სთავაზობს უფროს წრაფ ინტერნეტს ( 100-ჯერ მეტი სიჩქარე, ვიდრე 4G ), დაზოგილ ენერგიას, შემცირებულ ხარჯებს და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების უფრო ეფექტურ ფუნქციონირებას, უყურებს, როგორც შანსს, რათა ჩინეთი პირველად გაიჭრას წინ მსოფლიო სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიაში.

LEAVE A REPLY