აპრილი18 , 2024
ანალიტიკაჩინეთი 2019 წლის ეკონომიკური სტრატეგიის გასამჟღავნებლად ემზადება

[:ka]ჩინეთი 2019 წლის ეკონომიკური სტრატეგიის გასამჟღავნებლად ემზადება[:]

ირაკლი ქორქია, ახალგაზრდა სინოლოგი

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

როგორც ცნობილი გახდა, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა მოიხმო მაღალი თანამდებობის პირები ოფიციალური შეხვედრისთვის, სადაც განხილული იქნება სავაჭრო დაძაბულობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და შემცირებული წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი. ამ პრობლემების გადასაჭრელად შეთავაზებული იქნება გადასახადების შემცირება, ფისკალური სტიმულები და ბაზრის კიდევ უფრო გახსნილობა. 

 ცენტრალური ეკონომიკური სამუშაო კონფერენცია, რომელიც, სავარაუდოდ, შემდეგ კვირას გაიმართება, წარმოადგენს ყოველწლიურ შეკრებას, რომელსაც ესწრებიან ქვეყნის ლიდერები, მინისტრები, პროვინციის მმართველები და მაღალი რანგის მრჩევლები. შეხვედრის მიზანია, მომავალი წლის ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად მისაღებ ზომებზე კონსესუსის მიღწევა.

წლევანდელი ყრილობის გამართვის დრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს მეორე ეკონომიკა მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და არჩევანის წინაშე დგას. როგორც ცნობილია, არგენტინაში 1 დეკემბერს გამართული შეხვედრისას პრეზიდენტმა სი ძინფინგმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიაღწიეს შეთანხმებას 90 დღიანი ზავის შესახებ, რაც „ეკონომიკურ ომს“ ეხებოდა.  როგორ განვითარდება მოვლენები  90 დღის გასვლის შემდეგ, დიდწილად დამოკიდებულია პეკინის შემდგომ ნაბიჯებზე.

ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის მთავარი ორიენტაცია ადგილობრივი ეკონომიკის სწრაფი ზრდა უნდა იყოს და ძირითადი ზომები, სწორედ აქეთკენ იყოს მიმართული. პეკინმა უნდა გაფანტოს სკეპტიციზმი და დაანახოს მსოფლიოს, რომ ჩინეთი კვლავ ეკონომიკური ლიბერალიზაციისა, რეფორმირებისა და გახსნილობის გზას ადგას. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია იმპორტზე ტარიფების შემცირება, ჩინურ ბაზარზე შესვლის ბარიერების საგრძნობი დაწევა და სხვა ფისკალური ინსტრუმენტების გამოყენება, რათა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 2019 წელს კვლავ 6%-ზე მაღლა შენარჩუნდეს. ეს კი მსოფლიოს მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, შთამბეჭდავი შედეგი იქნება. 

მთავრობის მხრიდან მოსალოდნელია 4 ტრილიონი იუანის (US$579 მილიარდი) ოდენობის  ზომები იქნას მიღებული, რაც მოიცავს გადსახადების დაწევას, ობლიგაციების გამოშვებას, სახელმწიფო ფონდების შექმნას და ა.შ. კიდევ ერთი სექტორი სადაც ჩინეთმა მოსალოდნელია, შეამციროს შეზღუდვები გახლავთ ინფრასტრუქტურა და საცხოვრბელი სახლების ბაზარი. როგორც ლიუ თინი, Nomura International-ის მთავარი ეკონომისტი ჩინეთის განხრით, აცხადებს, პეკინის მხრიდან მოსალოდნელია გაზრდილი მიწოდება მიწის რესურსზე. 

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ომის დასრულება ორივე მხარის ინტერესებში შედის.  თუმცა გაურკვეველია, მიაღწევენ თუ არა ისინი უმოკლეს ვადებში შეთანხმებას. 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები