მარტი29 , 2024
ანალიტიკაჩინეთში მიმდინარე მოვლენების ეკონომიკური მიმოხილვა

ჩინეთში მიმდინარე მოვლენების ეკონომიკური მიმოხილვა

ლაშა ბესიაშვილი

-

- Advertisment -spot_img

 

 მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გავრცელებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ჩინეთის ეკონომიკურ ზრდას 2020 წლის პირველ კვარტალში, ჩინეთის ტერიტორიაზე მყოფი მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ 2020 წლის მთლიანი  წლის გეგმის შესრულებას საფრთხეს არ შეუქმნის კორონავირუსისგან გამოწვეული გარკვეული სახის შეზღუდვები. ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ ყოველწლიურად ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ძირითადი გავლენა ზაფხულის თვეებშია მოსალოდნელი, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარი დანაზოგის დახარჯვაზე ორიენტირდება. 

 

 

Alibaba-ს მიერ დაფუძნებული კვლევითი ლაბორატორიის გათვლებიც იგივეს მოწმობს და ამყარებს როგორც ამერიკელი, ასევე ევროპელი ეკონომისტების შეფასებებსაც.

 

ჩინეთის პირველი სამი თვის მონაცემების მიუხედავად, ჩინეთის ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ ეს პერიოდი დადებითად აისახება თანამედროვე ტექნილოგიებისა და ინტერნეტ ვაჭრობის განვითარებაზე.

 

 

Taobao-სა და Alibaba-ს ძირითადი ელექტრონული კომერციული პლატფორმების შეფასებისას მომხმარებლების 66%-მა  მომსახურეობა  დადებითად შეაფასა, მიუხედავად მოკლევადიანი დანაკლისებისა, როგორებიცაა შეკვეთებისა და მომხმარებლების შემცირება, მიწოდების შეფერხებები, რომლებიც გაყიდვების მოცულობაზე მოკლევადიან პერიოდში საკმაოდ უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შესაძლებლობას აძლევს ინტერნეტ გაყიდვებს, გაზარდოს მომსახურეობის ხარისხი. ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება გაყიდვების გაზრდაზე, რაც პოზიტიურად იმოქმედებს როგორც ინტერნეტ გაყიდვების მოცულობის გაუმჯობესებაზე, ასევე, ჩინეთი ეკონომიკური ტემპების შენარჩუნებაზე. ეკონომიკური და ბიზნესის მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო მიკრო,მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის მდგრადი სამეწარმეო დამოკიდებულება, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც შეიძლება მალე დააღწიონ თავი ეპიდემიისგან გამოწვეულ შედეგს  და მთელი წლის მანძილზე პირველ სამი თვის უარყოფითი მონაცემები სასურველ ნორმაზე დააბალანსონ.

 

 

კვლევები, რომლებიც კორონავირუსის ეკონომიკურ შედეგებზეა ორიენტირებული, მიმართულია ბიზნეს სექტორის დამოკიდებულებაზე, ჩინეთში შექმნილი ეპიდემიის რისკების შემცირებასა და აქტიური ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს კავშირს სახელმწიფო და კერძო სექტორებს შორის.

 

კვლევებში გამოკითხული მეწარმეების 90%-ს მიაჩნია, რომ შექმნილი ვითარება მათ ბიზნესზე, მიუხედავად დიდი ეკონომიკური წნეხისა, ფუნდამენტურ გავლენას არ იქონიებს და მათ საწარმოებში მომუშავეთა რაოდენობა, მიუხედავად ფინანსური წნეხისა, არ შემცირდება.

 

 

ლუოხანის კვლევის შედეგებით გამოიკვეთა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც პირდაპირპროპორციულ გავლენას ახდენს ფინანსური წნეხის გაზრდაზე. აღსანიშნავია ხარჯები, რომლებიც მიმართულია შეფერხებული ლოჯისტიკის, სესხებზე პროცენტისა და ვირუსების პრევენციის ხარჯების მიმართ.

 

ლუოხანის კვლევითი ცენტრის ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ მეწარმეებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს სახელმწიფოს მიერ საპროცენტო განაკვეთის დროებითი შეჩერება, რაც გარკვეულწილად საწარმოებს ფინანსურ წნეხს მკვეთრად შეუმცირებს. ამავდროულად, კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ კომპანიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა ვირუსის შემდგომ პერიოდში აქტიურად დაეხმარებათ მეწარმეებს გაზრდილი სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებაში, რაც ეპიდემიით გამოწვეულ დანახარჯებს საგრძნობლად შეამცირებს და წლის ბოლოსთვის ეპიდემიით გამოწვეული საწარმოო დანახარჯები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

 

 

ლუოხანის მკვლევრების ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ეკონომიკურ განვითარებაზე. დიდ ზეგავლენას იქონიებს საერთაშორისო კომპანიებისა თუ კორპორაციების მიერ დასაქმებული როგორც ადგილობრივი, ასევე, 170 მილიონი სამუშაო იმ მიგრანტების დაბრუნება, რომლებიც საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ კომპანიების სასიცოცხლო ციკლის შენარჩუნებასა და განვითარებაში. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთი აქტიურად მუშაობს, მაქსიმალურად დაიცვას მომუშავეების უსაფრთხო დაბრუნება სამუშაო ადგილებზე, რაც როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს სამუშაო ძალის გაჯანსაღებას. აღნიშნული ქმედებები ხელს შეუწყობს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის მდგრადი აღდგენის უზრუნველსაყოფად უმნიშველოვანესი წინაპირობაა.

 

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები