მარტი28 , 2024
კულტურაჩინური ლიტერატურა და ლიტერატურული ტრადიცია

ჩინური ლიტერატურა და ლიტერატურული ტრადიცია

-

- Advertisment -spot_img

[:ka]ძველი ჩინური ლიტერატურა. ჩინური ლიტერატურა ათასობით წელს ითვლის.
პოეზიის კლასიკური განმარტება გადმოცემულია უძველეს ჩინურ წიგნში „სიმღერების წიგნი“ („შიძინგი“), რომელიც დაიწერა ჭოუს დინასტიის დროს და მასში შევიდა 305 ლექსი. აქ პოეზია განმარტებულია, როგორც მისწრაფებათა გამოხატვა.
„სიმღერების წიგნის“ შემდეგ ჩნდება პოეტური ნაწარმოებების სახეობა – „ჩუ ც’“ (ჩუს სტროფები). ეს პოეზია ძვ.წ. მეოთხე საუკუნეში გამოჩნდა. ამ პოეზიის მთავარი წარმომადგენელი არის – ციუ იუენი. ის არის ჩინელი ხალხისთვის ყველაზე პატივსაცემი პოეტი.
ხანის დინასტიის დროს არსებობდა მუსიკალური პალატა სახელწოდებით „ხან იუეფუ“, რომელიც აგროვებდა ლექსებსა და სიმღერებს.
კლასიკური ლირიკის ოქროს ხანად ითვლება თანგის ეპოქა. ლექსების შეთხზვამ მიაღწია დაუჯერებელ მასშტაბებს. ამ პერიოდიდან დღემდე შემორჩენილია 48 ათასი ლექსი, ხოლო პოეტების რაოდენობა 2 ათასს აღემატება. იმ პერიოდის საუკეთესო პოეტები იყვნენ: ვან ვეი, ტუ ფუ, ლი პო, მენ ხაოჟანი, პაი ძიუი და სხვა.
კლასიკური ლირიკის ახალი აყვავების ეპოქა დაიწყო სუნგის დინასტიის დროს, როდესაც იქმნებოდა „ც’“– პოეტური ჟანრის ახალი ფორმა. დიდი წვლილი ამ ფორმის განვითარებაში შეიტანა პოეტმა ლუ იუიმ (10 ს.), დაკავშირებულია ისეთი პოეტების სახელებთან, როგორებიცაა ლუ იუი, ლი ძინსი, სუ ში და სხვა. სუნგის საუკეთესო პოეტებმა დაუბრუნეს პოეტურ ტრადიციებს ჭეშმარიტება და სტილის ლაკონურობა, მოქალაქოებრივი პათოსი და ფსიქოლოგიური სიღრმე. სუნგის ლირიკოსების ახალ შემოქმედებაში შეიმჩნევა ბუდიზმისა და კონფუცის ფილოსოფიური იდეების გავლენა. ხუთსიტყვიანი პოეზიის მსგავსად, ეს ახალი ფორმა მჭიდროდ იყო დაკავშირებული მუსიკალურ ხელოვნებასთან, კერძოდ, მელოდიასთან, რომელიც შემოვიდა ჩინეთში შუა აზიიდან. „ც’“ წარმოადგენდა თხრობას (დეკლამაციას) გარკვეული მელოდიის თანხლებით.
მინგის და სუნგის ეპოქებში კლასიკური პოეტური ტრადიციები არ გამდიდ რებულა ახალი ჟანრებით. გვიანი ჩინური პოეზია გახდა ფორმალური განმეორება ან მიმსგავსება. მას ჰქონდა არა ლიტერატურული, არამედ სოციალური, უფრო მეტიც, რიტუალური დატვირთვა.
მინგისა და ცინგის დინასტიების დროს შეიქმნა ჩინური ლიტერატურის ოთხი უდიდესი კლასიკური რომანი. ესენია:
1. „მდინარის ნაღვარევი“ (ში ნაი’ან); 2. „სამი სამეფოს რომანი“ (ლუო კუანჭუნგ); 3. „მოგზაურობა დასავლეთში“ (უ ჩენგ’ენ); 4. „სიზმარი წითელ სასახლეში“ (ცაო სიუეცინ).
თანამედროვე ლიტერატურა. ცინგის დინასტიის ბოლო პერიოდში გაძლიერდა სატირული ლიტერატურა. ამ პერიოდის ლიტერატურული ენა სულ უფრო უახლოვდებოდა სალაპარაკო ენას.
რეალიზმისთვის დამახასიათებელმა ახალმა ხაზმა, გაჟღენთილმა შხამიანი სარკაზმით, თავი იჩინა ხხ საუკუნის ცნობილი მწერლის ლუ სუნის (1881–1936 წწ.) ნაწარმოებში „შეშლილის დღიურები“, რომელიც გამოქვეყნდა 1918 წელს. რამდენიმე წლის შემდეგ, ლუ სუნმა გამოსცა მოთხრობა „ა ქიუს ნამდვილი ისტორია“ – ახალი ჩინური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები.
1921 წელს იაპონიიდან დაბრუნდა სტუდენტთა ჯგუფი, მათ შორის იყვნენ პოეტი კუო მოჟუო და დრამატურგი თიენ ხანი, რომელთაც ჩამოაყალიბეს „ხელოვნების საზოგადოება.“
ამავე პერიოდში თავისი რომანები გამოაქვეყნა თანამედროვე ჩინეთის მეორე უდიდესმა რომანისტმა პა ძინმა. მოგვიანებით, 30-იან წლებში შექმნა თავისი საუკეთესო ნაწარმოები კიდევ ერთმა დიდმა პროზაიკოსმა ლაო შემ, რომლის შემოქმედება აღსავსეა კეთილი იუმორით. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „რიქშა“ (1938).
ჩინეთისთვის ახალ დრამატურგიად ითვლება პიესები, რომლებიც დაწერილია სალაპარაკო ენაზე. 20-იანი წლების ცნობილმა დრამატურგმა კუო მოჟუომ რამდენიმე ისტორიული პიესა შექმნა.
თანამედროვე ჩინელ მწერლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია – მო იენი, რომელსაც 2012 წელს ნობელის პრემია მიენიჭა.[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები