ჩინური საზოგადოების მრავალფეროვნება (56 ეთნიკური უმცირესობა)

თამარ ქვლივიძე

0

2018 წლის მონაცემებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოსახლეობის რაოდენობა 1.3 მილიარდ ადამიანს შეადგენს. ქვეყანა გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით. მოსახლეობის 92%-ს ხანები (汉族 „ხანწუ“) წარმოადგენენ (ამავე დროს, ისინი მსოფლიო მოსახლეობის 19%-საც შეადგენენ). დარჩენილი 8%-ში 55 სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები შედიან.

როგორც წესი, ჩინეთში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხი სხვადასხვა დიალექტზე საუბრობს, თუმცა ჩინური სალიტერატურო ენა – მანდარინი – ყველა რეგიონში ისწავლება, სახელმწიფო მაუწყებლობაც ამ ენაზე მიმდინარეობს. ამასთანავე, როგორც წესი, სხვადასხვა დიალექტს ერთი და იგივე დამწერლობა აქვს, მხოლოდ იეროგლიფების ხმოვანი შესატყვისობებია გავრცელებული (აქ არ იგულისხმებიან ტიბეტელი და სხვა განსაკუთრებული ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთაც საკუთარი დამწერლობაც აქვთ).

ეთნიკური მრავალფეროვნებით ყველაზე გამორჩეული რეგიონი იუნნანის პროვინციაა. აქ 25 სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ (თითოეული აქ მცხოვრები ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა აღემატება 5000 ადამიანს), მათ შორის 16 აბორიგენული ჯგუფია.


LEAVE A REPLY