„ჩინური სისწრაფე“ ანუ 10 დღეში აშენებული საავადმყოფო

გვანცა მდივანი

0

2020 წლის იანვრის ბოლოს, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩინეთმა დაანონსა, რომ ქ.უხანში 10 დღეში აშენდებოდა 1000 საწოლიანისაავადმყოფო. თავდაპირველად, ამ ფაქტს საზოგადოების ნაწილი ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა ჩინეთისთვის ეს დიდ  სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენდა. ე.წ ‘ჩინური სისწრაფე“ უკვე ათწლეულებია მსოფლიოს აოცებს.  2003 წელს SARS-ის ეპიდემიის გავრცელების დროს, ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგში ერთ კვირაში ააშენეს ახალი საავადმყოფო ვირუსით დაინფიცირებულთათვის.

დაანონსებისთანავე, ქ.უხანში დაიწყო ხუოშენშანის საავადმყოფოს მშენებლობა. მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა 7000-ზე მეტი მშენებელი, გამოყოფილი იყო 1000-ზე მეტი  სამშენებლო მანქანა თუ აღჭურვილობა. მშენებლობა მიმდინარეობდა შესვენების გარეშე, 24 საათის განმავლობაში. აღსანიშნავია მშენებლების მონდომება და პატრიოტიზმი. ერთ-ერთმა მშენებელმა გასამრჯელოს აღების შემდეგ, მთელი ხელფასით პროდუქტები იყიდა და ხუოშენშანის საავადმყოფოს მედ-პერსონალს გაუგზავნა. გარდა ამისა, იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა მშენებლებმა მთლიანი ხელფასი ქ. უხანისთვის დასახმარებელ ფონდში გადარიცხეს.

მშენებლობა 2 თებერვალს დასრულდა. 3 თებერვალს ხუოშენშანის საავადმყოფომ პირველი პაციენტები მიიღო. ჩინეთის სამხედრო სამსახურმა გამოყო 1400 ექიმი უხანის ახალ საავამდმყოფოში გასაგზვნად. საავადმყოფო ორ სართულიანია, ფართობი კი  34 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს, იგი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ჰოსპიტალში იყენებენ რობოტებს, რომლებსაც პაციენტებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდება შეუძლიათ, ეს კი ადამიანებს შორის ნაკლებ კონტაქტს გულისხმობს, რაც თავისთავად ამცირებს ვირუსის გადადების შანსს.

8 თებერვალს კი ქ. უხანში დასრულდა მეორე სპეციალიზებული ჰოსპიტალის-ლეიშენშანის მშენებლობა, რომლის ფართობი 75 ათასი კვადრატული მეტრია და 1600 პაციენტზეა გათვლილი. ლეიშენშანის საავადმყოფომ უკვე მიიღო პირველი პაციენტები.

 2020 წლის 16 თებერვლის მონაცემებით, ჩინეთში კორონავრუსით დაღუპულთა რიცხვი შეადგენს 1666-ს, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი 9476-ს მიაღწია, ბოლო რამდენიმე დღეა ვირუსის გადადების კოეფიციენტმა საგრძნობლად დაიწია, რაც იმედს იძლევა, რომ ჩინეთი ძალიან მალე დაამარცხებს კორონავირუსს. 

LEAVE A REPLY