ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის ერთ-ერთი წამყვანი არხი CCTV7 საქართველოში რამდენიმე ფილმის გადაღებას გეგმავს.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაავრცელა. რამდენიმე დღის წინ მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკსი სოფლის მეურნეობის კინოსტუდიის და ტელეცენტრის დირექტორს ვენ ჩენგგუეის და ტელეკომპანია CCTV7-ის წარმომადგენლებს.

“შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტელევიზია CCTV7 საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე ფილმების სერიას გადაიღებს და ეთერში გაუშვებს.

ფილმების სერიის მიზანს ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს”,- ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

LEAVE A REPLY