Home Projects "სარტყელი და გზა" თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბექა მიქაბერიძის საჯარო ლექცია გაიმართება

თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ბექა მიქაბერიძის საჯარო ლექცია გაიმართება

0
76

16 ოქტომბერს, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ჩინეთში წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, ბექა მიქაბერიძის საჯარო ლექცია-პრეზენტაცია თემაზე: “საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები”.

ლექციის ფარგლებში საუბარი იქნება ჩინეთის მსოფლიო როლზე, “სარტყელისა და გზის” ინციატივასა და საქართველოსა და ჩინეთს შორის ბიზნეს ურთიერთობებზე. 

ბექა მიქაბერიძე საუბრობს საქართველოზე

ბექა მიქაბერიძე წლებია რაც ჩინეთში საქართველოს პოპულარიზაციას ეწევა, ის არის არასამთავრობო ორგანიზაცია “სარტყელისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, საქართველოს სინოლოგთა ასოციაციის წევრი და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი ჩინეთში.

ლექცია ოთხშაბათს, 17:00 საათზე, კახა ბენდუქიძის კამპუსის საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია #200) ჩატარდება.

დასწრება თავისუფალია.

NO COMMENTS