Home პოლიტიკა ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

[:ka]ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს[:]

0
4240
[ფოტო/საგარეო საქმეთა სამინისტრო]

[:ka]

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაამტკიცეს. მათივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. “აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს კანდიდატი საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალი ხელმძღვანელის პოზიციას დაიკავებს,” – განმარტავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

გაერო-ს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი 14 ნოემბერს წარადგინეს. კანდიდატი საზოგადოებას გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. პოლოლიკაშვილი UNWTO-ს გენერალური ასამბლეის 22-ე სესიის ფარგლებში ჩინეთში აირჩიეს და ის ამ თანამდებობაზე 2018-2021 წლების ვადით იმუშავებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად პოლოლიკაშვილი 2009 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა. მინისტრად დანიშვნამდე, 2006-2009 წლებში ის იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთში. მანამდე, 2005-2006 წლებში ეკავა   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიცია.

[:]

NO COMMENTS