ჩინური საინფორმაციო სააგენტო სინხუა ჩინეთის მისამართით მსოფლიოს ცნობილი მოღვაწეების მხარდასაჭერ და გამამხნევებელ სიტყვებს აქვეყნებს.

,,თუკი მსოფლიოში არსებობს ქვეყანა, რომელსაც შესწევს ძალა დაძლიოს ამ ტიპის კრიზისი, ეს ქვეყანა ჩინეთია. ჩინეთს გააჩნია დისციპლინა, ტექნოლოგია, ორგანიზების უნარი და სულისკვეთება ეპიდემიასთან საბრძოლველად, ჩვენ გვჯერა, რომ ჩინელები მოიგებენ ამ ბრძოლას” განაცხადა სინხუასთან ინტერვიუში კენიის მთავრობის წევრმა რაფალე ტუჯუმ.

  ,,მთელი მსოფლიოს მკვლევარები ცდილობენ ვაქცინის გამოგონებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ათასობით ჩინელი მეცნიერია მობილიზებული, რომელიც ვაქცინის შესაქმნელად მუშაობს, ამიტომ ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ოპტიმისტურად განწყობილნი“განაცხადა ელიო დი რუპომ, ბელგიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა.

 ჩილეს ჯანდაცვის მინისტრმა ჯაიმ მანალიჩმა  ჩინეთის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი აფასებს ჩინეთის მიერ ოპერატიულ რეაგირებას ვირუსთან ბრძოლის ასპექტში,  ინფორმაციის გაზიარებასა და გამჭვირვალეობას და იქვე დასძინა, რომ მისი ქვეყანა მზად არის მჭიდროდ  ითანამშრომლოს ჩინეთთან ეპიდემიის წინააღმდეგ და დარწმუნებულია, რომ ჩინეთი ამ  ბრძოლაში გაიმარჯვებს.

 ”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ერთობლივი ძალებით შესაძლებელი იქნება ამ ვირუსის აღმოფხვრა და ავსტრია შეეცდება მაქსიმალურად დაეხმაროს ჩინეთს, ჩინელმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პატარა ავსტრია იზიარებს არსებულ მდგომარეობას და ჩინეთის ჯანდაცვის ორგანოებს ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ დიდ წარმატებას უსურვებს”განაცხადა ფიშერმა, ავსტრიის ყოფილმა პრეზიდეტმა და ავსტრია-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტმა.

აქვე დავამატებთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მიმართვას სრულიად ჩინეთისადმი – ,,ჩვენ გვსურს იცოდეს ჩინეთმა, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას და მზად არის თქვენთან თანამშრომლობისთვის იმ სულისკვეთებით, რომ ბოლო მოეღება მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას. ახლა თანადგომისა და სოლიდარობის დროა!“