Home "სარტყელი და გზა" ჩინეთის ექსპერტი 2019 რა თანხას ხარჯავს ჩინეთი შეიარაღებულ ძალებზე?

რა თანხას ხარჯავს ჩინეთი შეიარაღებულ ძალებზე?

ირაკლი ქორქია

0
78

თავდაცვის ხარჯები ქვეყნის სამხედრო პოტენციალის ერთ-ერთ განმსაზღვრელი ფაქტორია. ქვეყნების ნომინალური სამხედრო ხარჯების ან მშპ-სთან/სამთავრობო ხარჯებთან შეფარდების შედარება დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის მათ სამხედრო ძლიერებაზე. 

არ არსებობს უნიკალური წყარო, რომელიც თანაბარ პირობებში და სრულად გამჭირვალედ ითვლის სამხედრო ხარჯებს. არსებობს საერთაშორისო მექანიზმი, როგორიცაა UN Report on Military Expenditures, რომელშიც მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ჩინეთი ამ მექანიზმის წევრი 2007 წელს გახდა, თუმცა  ის, თუ ზუსტად რამდენს ხარჯავს ჩინეთი შეიარაღებაზე, საკამათო თემაა. Stockholm International Peace Resarch Institute ( SIPRI )-ს მონაცემებით ეს თანხა 2018 წელს $250 მილიარდს შეადგენს, International Institute for Strategic Studies (IISS)-ის მიხედვით $209 მილიარდი იყო  2017 წელს. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის (DOD) მიხედვით კი 2018 წელს ჩინეთის სამხედრო ხარჯებმა $200 მილიარდს გადააჭარბა.

გთავაზობთ დიაგრამას, სადაც ნაჩვენებია ოფიციალური პეკინის მიერ შემოთავაზებული ბიუჯეტი SIPRI-ს და IISS-ს მონაცემებთნა ერთად, რომელზეც ნათლად ჩანს არსებულ სატისტიკებს შორის განსხვავება.

2019 წელს ჩინეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, შეიარაღებული ძალების წლიურ ბიუჯეტი $177,5 მილიარდი იყო, რაც 7,5%-იანი ზრდა გახლავთ 2018 წლის $167,4 მილიარდიან  ბიუჯეტთან შედარებით.

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ჩინეთის სამხედრო ხარჯები რვაჯერ გაიზარდა $31,2 მილიარდიდან 1998 წელს $239,2 მილიარდამდე 2018 წელს.   დღეს ჩინეთი იმაზე მეტს ხარჯავს შეიარაღებულ ძალებზე, ვიდრე იაპონია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები და ვიეტნამი ერთად. ნომინალური რაოდენობით ის მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჩამოუვარდება.

საშუალოდ, 2000 წლის შემდეგ ჩინეთის სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 2%-ია.მაგალითად იაპონიის კი – 1%.

რაც შეეხება სამხედრო ხარჯებს სამთავრობო ჯამურ დანახარჯებთან მიმართებით, ეს მონაცემი ჩინეთის შემთხვევაში 2001 წლის 12%-დან 2018 წელს 5,5%-მდე შემცირდა. 

თუ უფრო გლობალურ ტენდენციებს შევხედავთ, აღმოსავლეთ აზია შეიარაღებაზე ხარჯავს დაახლოებით იმდენს, რამდენსაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპა ერთად. 1990 წელს აღმოსავლეთ აზიის ჯამური ხარჯები $89,4 მილიარდი იყო, 2018 წელს კი $336,3 მილიარდია.  ეს ცვლილება დიდწილად ჩინეთის გაზრდილი სამხედრო ხარჯებითაა განპირობებული. 1990 წელს ჩინეთის სამხედრო ხარჯები მთელი აღმოსავლეთ აზიის შეიარაღებულ ძალებზე გაწეული ხარჯების სულ 23,4% იყო, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 71,1%-ია. 

NO COMMENTS