მარტი28 , 2024
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019სიაომი - ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეფონების მწარმოებელი კომპანია

სიაომი – ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეფონების მწარმოებელი კომპანია

თეონა გელაშვილი

-

- Advertisment -spot_img

კომპანია სიაომი პირველად ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა და აგერ უკვე 9 წელია მისი პოპულარობა თანდათანობით იზრდება მსოფლიოს მაშტაბით. მისი წარმატების გარანტი კი თავად კომპანიის განსხვავებული ბიზნეს მოდელია, რომლისთვისაც კომპანიას 9 წელია არ უღალატია. კომპანიის დამფუძნებელმა ლეი ძუნმა დაარსების დღესვე აღნიშნა, რომ კომპანია ტელეფონის ფასებს მხოლოდ მასალებში დახარჯული ფასების მიხედვით დაადგენდა და არა ტელეფონის აწყობის, შესრულებისა და ხარისხის ფასის დამატებით. უნდა ითქვას რომ კომპანია სიაომი ყველა წარმოებულ პროდუქტს მინიმალური ფასნამატით ყიდის მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 5%-ს არასოდეს აღემატება. კომპანია მოგებას ტელეფონების, კომპიუტერებისა და პლანშეტების გაყიდვის  გარდა ასევე იღებს ტელეფონებთან დაკავშირებული სერვისების, ჭკვიანი სახლისათვის აუცილებელი ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ონლაინ თამაშებისა და ტელეფონი/კომპიუტერი/პლანშეტისათვის განკუთვნილი თემების გაყიდვითაც.

კომპანია ტექნიკის გაყიდვას ხედავს, როგორც გრძელვადიან პერიოდში პროგრამული უზრუნველყოფისა და სერვისების მიწოდების საშუალებებს. როგორც კომპანიაში თავად ამბობენ:„პროგრამული კომპანია ბევრად მეტია ვიდრე აპარატურული კომპანია“, თუმცა მიუხედავად ამისა კომპანიის შემოსავლის 94% მობილური ტელეფონების გაყიდვებიდან შემოსულ თანხას უკავია.

დღეისთვის კომპანიის ძირითადი ამოცანა მის მიერ წარმოებული სხვა პროდუქტების მსოფლიოსათვის გაცნობა და პოპულარიზაცია, ვინაიდან სიაომი მხოლოდ ტელეფონების, კომპიუტერებისა და პლანშეტების მწარმოებელი კომპანია არ არის.

სიაომიმ რამოდენიმე წელია რაც დაიწყო ტელევიზორების, ელექტრო სკუტერების, ჰაერის ფილტრაციის სისტემის, ვაკუუმის მტვერსასრუტის, სანათების, ხმის გამაძლიერებელი სისტემისა, სამზარეულოს ტექნიკისა და მრავალი სხვა საყოფაცხოვრებო ნივთის წარმოება.

აღნიშნული ნივთები ჭკვიანი სახლის კონცეფციისათვის არის შექმნილი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს საკუთარ სახლებში მოიწყონ კომფორტი და სიაომის პროდუქტების საშუალებით გაიმარტივონ ცხოვრება. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ სიმარტივეს სძენს ერთი უნივერსალური მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სახლში არსებული ნებისმიერი სიაომის წარმოებული ტექნიკის მართვა, მოდიფიკაცია და გადატვირთვა.

როგორც ზემოთ არის აღნიშნული პროდუქტების ფასი საკმაოდ ხელმისაწვდომია და ნებისმიერი შემოსავლის მქონდე ადამიანზეა გათვლილი, სწორედ ამაში მდგომარეობს კომპანია სიაომის მიზანი და ამიტომაც მისი მთავარი სლოგანია: „ინოვაცია, რომლითაც სარგებლობა ყველას შეუძლია“.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები