Home პოლიტიკა სი ძინფინგი ხალხს პროგრესისკენ სწრაფვას მოუწოდებს

[:ka]სი ძინფინგი ხალხს პროგრესისკენ სწრაფვას მოუწოდებს[:]

0
4549
პრეზიდენტი სი ძინფინგი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე -19 ეროვნული კონგრესის მიმდინარეობისას. პეკინი [ფოტო/LAN HONGGUANG / XINHUA]

[:ka]

გენერალურმა მდივანმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა პარტიასა და ქვეყნის მთელ მოსახლეობას სოციალიზმში პროგრესის მისაღწევად ერთობლივი ძალისხმევისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა ამ მოსაზრებას ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე – 19 ეროვნული კონგრესის მსვლელობისას, კონკრეტულად კი კუანგჭოუს დელეგატებთან პანელური დისკუსიის დროს გაუსვა  ხაზი. აპრილში, პრეზიდენტი სი ძინფინგი მე -19 ეროვნული კონგრესის კუანგჭოუს დელეგატად აირჩიეს.

18 ოტომბერს, კონგრესის გახსნით სესიაზე სიმ პარტიის ყველა წევრს სოციალიზმის ახალი გადაწყვეტილების, ქვეყნის ძირითად წინააღმდეგობათა ახალი დეფინიციის და ახალი ორეტაპიანი გეგმის, ჩინეთის, როგორც “დიდი თანამედროვე სოციალისტური ქვეყანა” და პარტიის მშენებლობის ახალ მოთხოვნათა შესწავლისაკენ მოუწოდა. მისივე მოხსენების თანახმად, სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით უკვე გადავიდა ახალ ეპოქაში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ძირითადი წინააღმდეგობა წარმოიქმნა ერთ – ერთი არაადექვატური და დაუბალანსებელი განვითარებისა და უკეთესი ცხოვრებისაკენ ხალხის მზარდი მოთხოვნილებების გამო.

გამოსვლისას პრეზიდენტმა მნიშვნელოვან გეგმებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ქვეყანამ, პირველ ეტაპზე, 2020 – 35 წლებში უნდა დაიწყოს სოციალისტური მოდერნიზება, რათა გადაიდგას ნაბიჯები ჩინეთის, ისეთ ქვეყნად ჩამოყალიბებამდე, რომელიც იქნება  “აყვავებული, ძლიერი, დემოკრატიული, კულტურული, ჰარმონიული და ლამაზი”.

პრეზიდენტმა საკუთარი გამოსვლისას ასევე ისაუბრა კუანგჭოუს პროვინციის მიღწევებზეც ისეთ სფეროებში, როგორიცაა იღარიბის დაძლევა, ეკოლოგიური დაცვა, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ანტიკორუფციულობა.

[:]

NO COMMENTS