მარტი25 , 2024
ახალი ამბებიტაილანდელი ექიმების თქმით, პაციენტებზე ეფექტურად ორი ჯგუფის მედიკამენტები მოქმედებენ

ტაილანდელი ექიმების თქმით, პაციენტებზე ეფექტურად ორი ჯგუფის მედიკამენტები მოქმედებენ

ნინი მგელიაშვილი

-

- Advertisment -spot_img

ტაილანდელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო და შეძენილი იმუნო-დეფიციტის სინდრომის (AIDS) მედიკამენტები წარმატებით ამცირებენ კორონავირუსის პაციენტთა სიმპტომებს, მას შემდეგ რაც გამოსცადეს ისინი ჩინელ ქალბატონზე. 

ბანკოკის ერთ-ერთი საავადმყოფოს ორმა ექიმმა, ბანკოკში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 71 წლის ქალბატონის სიმპტომების გაუმჯობესება შეეტყო ამ ორი ჯგუფის მედიკამენტების მიღებიდან 48 სთ-ის შემდეგ. 

ქალბატონი თავდაპირველად ჰუაჰინის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, საიდანაც 29 იანვარს გადაიყვანეს რაჯავითის საავადმყოფოში.

მას შემდეგ, რაც ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ ქალბატონს მძიმე სიმპტომები აღენიშნებოდა, მათ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ ოსელტამივირი (გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება კორონავირუსის სამკურნალოდ), ასევე  ლოპინავირი და რიტონავირი – AIDS-ის მედიკამენტები

ექიმმა კრიანსაკმა გაიზიარა ჩინელი კოლეგების გამოცდილება, რომლებიც უკვე იყენებდნენ AIDS მედიკამენტებს კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებზე. 

„ჩვენ გადავამოწმეთ რელევანტური ინფორმაცია და აღმოვაჩინეთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტები ეფექტური იყო კორონავირუსის წინააღმდეგ, ამიტომაც გავაერთიანეთ ორივე ჯგუფის მედიკამენტები სამკურნალო კურსში. „

„პაციენტს 10 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა არასახარბიელო მდგომარეობა, რაც აისახებოდა მის ლაბორატორიულ ანალიზებში. აღნიშნული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებიდან 48 სთ-ში კი მივიღეთ პოზიტიური შედეგი.  მკურნალობა და გამოჯანმრთელების პროცესი საკმაოდ სწრაფია.„

მათ აღნიშნეს, რომ აღმოჩენის შესახებ უკვე აცნობეს სამედიცინო ჟურნალს და აღნიშნულ მედიკამენტებს გამოიყენებენ სხვა პაციენტების სამკურნალოდაც. ამ ორი ჯგუფის მედიკამენტები ეფექტურად მოქმედებენ განსაკუთრებით მძიმე სიმპტომების მქონე პაციენტებზეც. 

ჯანდაცვის სამინისტროს ექიმებმა კვირას გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ ტაილანდში  კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა 19-ს შეადგენს. 

ერთ-ერთი მათგანი უკვე განიკურნა და განკურნებულთა რიცხვმა ამ დროისათვის 8 პაციენტი შეადგინა. გარდა ამისა 382 ადამიანი ამჟამად გადის გამოკვლევას, რადგან მათ აღენიშნებათ კორონავირუსის ნიშნები.

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები